ფიშინგის ერთ-ერთი გავრცელებული სახეობა სმიშინგია, ანუ თაღლითობა სმსების გამოყენებით. კიბერკრიმინალები ხშირად მოტყუებით იყენებენ სხვადასხვა დიდი ბიზნესის, საქველმოქმედო ორგანიზაციის ან პოლიტიკური პარტიის სახელს, უგზავნიან ადამიანებს მოკლეტექსტურ შეტყობინებას, სადაც რაიმე ლინკზე გადასვლას, თანხის გადარიცხვას, საბანკო ბარათის ან პირად მონაცემებს სთხოვენ.
სმიშინგი განსაკუთრებით წინასადღესასწაულო პერიოდში აქტიურდება. მაგალითად, თუ ახალი წლის დღეებში რომელიმე ბიზნესმა სმს-ით შეგატყობინა, რომ შენთვის საჩუქარი აქვს, რომლის მისაღებად ლინკზე გადასვლა ან პირადი მონაცემების გაგზავნა გევალება – ფრთხილად იყავი, შენ შეიძლება თაღლითობის მსხვერპლი გახდე.
კარგად დაუკვირდი, ნომერი რომლითაც ფიშერები დაგეკონტაქტებიან შესაძლოა ძალიან ჰგავდეს რომელიმე ბიზნესის კორპორატიულ ნომერს და მხოლოდ ერთი ციფრი იყოს განსხვავებული. არის შემთხვევები, როცა ფიშერებმა მოახერხეს და დაჰაკეს სხვადასხვა კომპანიის ნომრები და ძალიან დამაჯერებელი სმს-ებით მოახერხეს თაღლითურად ფულის მიტაცება.
არ გადახვიდე საეჭვო ლინკებზე, კარგად დაუკვირდი ვინ გწერს მესიჯს, არავის გაუმხილო საბანკო ბარათის ნომერი, PIN და CVV კოდი და იმ შემთხვევაში თუ ყველა დეტალის გადამოწმების შემდეგ გზავნილი კვლავ საეჭვოდ მოგეჩვენება – თავად დაუკავშირდი ბიზნესს, ბანკს, საქველმოქმედო ორგანიზაციას და გადაამოწმე, მართლა აგზავნიან თუ არა ისინი მსგავსი შინაარსის მესიჯებს.
GIPHY App Key not set. Please check settings