სამი გოჭის ზღაპარი ხომ გახსოვთ?
გოჭებმა ზამთრისთვის სახლების აშენება გადაწყვიტეს. ნაფ-ნაფმა სახლის შენება ადრევე დაიწყო, ნიფ-ნიფმა და ნუფ-ნუფმა კი ბოლო დღემდე გადადეს და სახლები ლერწმით და ტოტებით ერთ დღეში აიშენეს.
ნაფ-ნაფმა სახლი ქვებისა და თიხისგან ააგო, ურდულიც გაუკეთა, რომ გამძლე ყოფილიყო და სიცივისა და საფრთხისგან დაეცვა.
როცა საფრთხე – მგელი მართლაც გამოჩნდა, გოჭებმა თავი თავიანთ სახლებს შეაფარეს, თუმცა მგელმა ერთ დღეში ნაშენები სახლები სულის შებერვით ჩამოაქცია, ნაფ-ნაფის სახლს კი ვერაფერი დააკლო.
არაგონივრული ხარჯვა შეგვიძლია ნიფ-ნიფისა და ნუფ-ნუფის აშენებულ სახლებს შევადაროთ. ასეთ შემთხვევაში დრო და რესურსი იხარჯება, თუმცა შედეგი არ აქვს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გოჭებმა რესურსები გაფლანგეს.
ბიუჯეტი – რესურსია, რომელიც ჩვენი გადასახადებით ივსება და ქვეყნისთვის სასარგებლოდ უნდა იხარჯებოდეს. ზოგი ადამიანი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის გაფლანგვა მხოლოდ კორუფციით, მისაკუთრებით არის შესაძელებელი. თუმცა, ეს ასე არ არის და მნიშვნელოვანია, ყველა მნიშვნელოვან პროექტს მივადევნოთ თვალი, რათა ნიფ-ნიფ-ნუფ-ნუფივით არ გავფლანგოთ დრო და რესურსი.
GIPHY App Key not set. Please check settings