in

სოციალური საწარმო

იმის გამო, რომ ცნება “სოციალური მეწარმეობა” არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია ახალი, და არც იურიდიული ზუსტი განმარტება გვაქვს, მის გაგონებაზე განსხვავებული ასოციაციები გვიჩნდება: ზოგს ქველმოქმედება, ზოგს კი ბიზნესის პასუხისმგებლობა გვგონია. 

ევროკავშირის განმარტებით, სოციალურია საწარმო, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, თუმცა მისი მთავარი მიზანი არა მფლობელებისთვის ან სხვა დაინტერესებული პირისთვის მოგების ნახვა, არამედ სოციალური ზეგავლენის მოხდენაა. ის თავის ბიზნეს მოდელით, რაიმე სოციალური პრობლემის მოგვარებას ცდილობს და აქვს ორი მიზანი: სოციალური და ეკონომიკური. 

საქართველოში სოციალური მეწარმეობა დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, მზარდი ტენდენცია აქვს და დღეს 100-ზე მეტი სოციალური საწარმო არსებობს, რომლებმაც უკვე მიაღწიეს გარკვეულ შედეგებს. 

წარმოიდგინე, რომ დათოს სურს უპატრონო ცხოველების პრობლემის მოგვარება და ამ მიზნით ძაღლების საკვების წარმოება-გაყიდვას იწყებს. ძაღლის მფლობელები ყიდულობენ საკვებს, ნიკა შემოსულ ფულს მოგებაში კი არა, არამედ ძაღლთა თავშესაფრის გამართვაში ხარჯავს. ანუ ნიკა ეკონომიკურად საქმიანობს, სოციალური მიზნის დასაფინანსებლად.  

ან წარმოიდგინე, რომ მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ ნიკოს თანასოფლელი ბავშვების განათლების დონე აღელვებს და ის სოციალურ საწარმოს, სასწავლო ცენტრს აარსებს, რომლითაც ცდილობს პრობლემის მოგვარებას. ბავშვები იღებენ განათლებას და ნიკა აღწევს მიზანს – ბავშვებს უკეთესი განათლების დონე აქვთ.

სასწავლო ცენტრის არსებობა კი ქმნის სოფლის მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილებს, რაც დამატებითი სოციალური შედეგია. ნიკოს ცენტრში მომსახურების მიღება ფასიანია, რაც მისი გამართული მუშაობისთვისაა საჭირო, თუმცა ნიკო მოგებას არა დივიდენდზე, არამედ ცენტრის განვითარებაზე ხარჯავს – ცდილობს დაამატოს ტექნიკა ან აქტივობებში ჩართოს სოციალურად დაუცველი ბავშვებიც. 

სოციალური საწარმო წინასწარ განსაზღვრული მისიით იქმნება და ნებისმიერი ტიპის მოგება (არ იგულისხმება ხელფასები და ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო სხვა ხარჯები), ამ მისიის შესასრულებლად უნდა იხარჯებოდეს.

შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მეწარმეობა საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტის ახლებური მეთოდია, რომლის შედეგებიც გრძელვადიანი და მდგრადია და გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: 

  • ეკონომიკური კრიტერიუმი – სოციალური საწარმო პროდუქტს ან სერვისს უწყვეტად აწარმოებს, რაც მის სიძლიერეს და მდგრადობას უზრუნველყოფს, რადგან გამომუშავებულ ფულს არა დივიდენდებზე, არამედ სოციალურ მიზანზე ხარჯავს. 
  • სოციალური კრიტერიუმი – სოციალურ საწარმოს აუცილებლად უნდა გააჩნდეს გამოკვეთილი სოციალური მიზანი, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, იქნება ეს დასაქმების ხელშეწყობა, სოციალური სერვისების მიწოდება, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა თუ სხვა. 

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა განსხვავებაა სადებეტო და საკრედიტო ბარათებს შორის?

სესხის აღება და რესტრუქტურიზაცია