ბარათით გადახდა ნელ-ნელა უფრო პოპულარული ხდება. მომხმარებელი უნაღდო ანგარიშსწორებას ირჩევს, რადგან უფრო მოსახერხებელია – ასე არ გიწევს მუდამ თან ატარო ფული, შეგიძლია სახლიდანაც იყიდო ნივთები და ტრანზაქციები უფრო სწრაფია.
უნაღდო ანგარიშსწორებას დადებითი გავლენა აქვს საბანკო და ფინანსურ სექტორზე – ამარტივებს გადახდას და ამცირებს ფულის შენახვისა და გამოყენების ხარჯებს. მარტივი ხდება ძარცვის, კორუფციის და ფულთან დაკავშირებული დანაშაულების აღმოჩენა.
ონლაინ ტრანზაქციებისთვის თვალის მიდევნება მარტივია, ამიტომ შეამცირებს გადასახადიდან თავის არიდების და ფულის გათეთრების შემთხვევებსაც. მარტივი გახდება საერთაშორისო ტრანზაციები და ვალუტის გაცვლაც.
მიმოქცევაში ნაკლები ნაღდი ფული ნიშნავს გამარტივებულ საბანკო პროცესებს. რადგან ბანკებს აღარ უწევთ ფულის დიდ მასებთან მუშაობა, შეუძლიათ სხვა მნიშვნელოვან ფინანსური საკითხვებისგადაწყვეტა, მაგალითად, დაბალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნება ან ფონდების მართვა და გამოყენება.
უნდაღდო ანგარიშსწორებაზე გადასვლისთვის საჭიროა ძლიერი ინტერნეტ და სატელოფონო ინფრასტრუქტურა, გამართული მობილური აპლიკაციები და საგადასახადო სისტემა, შესაბამისი კანონმდებლობა და ხალხის მზაობა, უარი თქვან ნაღდი ფულის გამოყენებაზე.
მსოფლიოში ყველაზე აქტიურად უნაღდო ანგარიშსწორებას შვედეთში გამოიყენებენ – აქ მშპ-ს მხოლოდ 1%-ია ნაღდი ფული. ვარაუდობენ, რომ 2023 წლისთვის ქვეყანა სრულიად გადავა ციფრულ ტრანზაქციებსა და “უნაღდო” ეკონომიკაზე – როცა ეს მოხდება, სავაჭრო ობიექტები აღარ მიიღებენ ნაღდ ფულს, როგორც გადახდის საშუალებას.
მიუხედავად მრავალი დადებითი ასპექტისა, უნაღდო ანგარიშსწორება სირთულეებთანაცაა დაკავშირებული – გარდა იმისა, რომ მისი წარმატებული ფუნქციონერებისთვის აუცილებელია განვითარებული ტექნოლოგია, ონლაინ ტრანზაქციებისას მარტივად ხელმისაწვდომი ხდება შენი პირადი ინფორმაცია. თუ ნაღდი ფული ქუჩაში შეიძლება ყაჩაღმა მოგპაროს, 100%-ით ონლაინაც არ ხარ დაზღვეული – შესაძლოა კიბერთაღლითობის მსხვერპლი გახდე, თუ შენი პირადი ინფორმაცია ფიშერების ხელში მოხვდება.
საკრედიტო და სადებეტო ბარათების გარდა უნაღდო ანგარიშსწორება შესაძლებელია ელექტრონული გადახდის აპლიკაციებით, მობილური გადახდის სერვისებითა და კრიპტოვალუტებით. იმისათვის, რომ საზოგადოება ციფრულ გადახდებზე გადავიდეს აუცილებულია არსებული ტექნოლოგიების განვითარება და ახლის დანერგვა. მაღალგანვითარებული ტექნოლოგია ნიშნავს უფრო სწრაფ, დაცულ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გადახდებს.
GIPHY App Key not set. Please check settings