დანიას ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ეკონომიკა აქვს. ქვეყნის მშპ 340 მილიარდი აშშ დოლარია, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი დაახლოებით 58 000 $-ია, ამ მაჩვენებლით დანია მსოფლიოს ტოპ 10 ქვეყანას შორისაა. შემოსავლების განაწილება საკმაოდ თანაბარია. ევროკავშირის ქვეყნებს შორის, დანიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ჯინის ინდექსი – მაჩვენებელი, რომელიც ზომავს ეკონომიკურ უთანასწორობას.
ეკონომიკის წამყვანი დარგი მომსახურების სფეროა – აქ დასაქმებულია მოსახლეობის 80%. ეკონომიკის ნაწილი უკავია ვაჭრობასა და მრეწველობას, ხოლო სოფლის მეურნეობით დანიის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია დაკავებულია.
ქვეყანა გეოგრაფიული მახასიათებლებითა და ბუნებრივი პირობებით საკმაოდ ჰგავს საქართველოს, თუმცა ჩვენგან განსხვავებით ჩრდილოედით შვედეთი და ნორვეგია ემეზობლება. დანიის ეკონომიკის 50%-ს ექსპორტ-იმპორტი შეადგენს. განსაკუთრებული სავაჭრო კავშირები კი გერმანიასთან, შვედეთთან, დიდ ბრიტანეთთა და ნიდერლანდებთან აქვს.
ისტორიის განმავლობაში დანიის ეკონომიკა სოფლის მეურნეობაზე იდგა, თუმცა მეოცე საუკუნის ბოლოდან მომსახურების სფეროს დანიის ეკონომიკის ყველაზე დიდი ნაწილი უკავია. დღესდღეობით, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, დანიის ეკონომიკის წამყვანი დარგიც მომსახურების სფეროა და მშპ-ს დაახლოებით 80% შეადგენს.
ტექნოლოგიური განვითარების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა აქამდე არნახული ტემპით ვითარდებოდა – ინდუსტრიალიზაციის შედეგად დანია თანამედროვე მომსახურების სფეროზე დაფუძნებულ ქვეყნად იქცა. განსაკუთრებით ბევრი სამუშაო ადგილია საჯარო სამსახურში, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის სფეროებში. ტურიზმი კი ის სფეროა, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება. ქვეყანაში უმუშევრობის საკმაოდ დაბალი დონეა – 5.7%.
დანიის ბიუჯეტი ივსება გადასახადებისგან. ყველაზე დიდი გადასახადი დღგ-ია. ქვეყნას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს საგარეო ვალისა და მშპ-ს შეფარდების.
იმის გამო, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც დანიაა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვაჭრობა, ქვეყნის ეკონომიკამ 2020 წელს პანდემიის გამო თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი – 7.7%-იანი ვარდნა განიცადა, თუმცა წლის მეორე ნახევარში მდგომარეობა გაუმჯობესდა. ვარაუდობენ, რომ დანიის ეკონომიკა 2021 წელს 2.8, ხოლო 2022-ში 2.9%-ით გაიზრდება.
დანია საპარლამენტო ტიპის კონსტიტუციური მონარქიაა. ქვეყანას ჰყავს მეფე, რომელსაც აქვს აღმასრულებელი ძალაუფლება, თუმცა პრაქტიკაში ეს ტიტული უფრო ცერემონიული ხასიათისაა. ქვეყნის მთავრობას პრემიერმინისტრი მართავს.
დანიის სამეფო თავად დანიის გარდა, ორ ავტონომიურ ქვეყანას – გრინლანდიასა და ფარერის კუნძულებსაც მოიცავს. ორივე ქვეყანა ფულის ერთეულად დანიურ კრონს იყენებს, თუმცა ცალკე ეკონომიკები აქვთ. გრინლანდია და ფარერის კუნძულები დანიისგან ყოველწლიურად იღებენ ფისკალურ სუბსიდიას – ეს დახმარება გრინლანდიის მშპ-ს 25%-ს, ხოლო ფარერის კუნძულების 11%-ს შეადგენს.
GIPHY App Key not set. Please check settings