in

რა გავლენა აქვს ნდობას ეკონომიკაზე?

თეორიის თანახმად, იმ საზოგადოებაში, სადაც მაღალია ნდობა, ეკონომიკა უფრო მდიდარი უნდა იყოს. რა შუაშია ნდობა ეკონომიკასთან?

რაიმეს შეძენისას, შენ გამყიდველს ენდობი, რომ მიღებული პროდუქტი თუ სერვისი ფასთან შესაბამისი იქნება. ნდობაზეა დაფუძნებული გარანტიაც – მაგალითად, თუ ახალი ტელევიზორი შეიძინე, ენდობი მწარმოებელს რომ 1 წლის მერეც ბიზნესში იქნებიან და დაგეხმარებიან, თუ ტელევიზორი დაზიანდა.

ნდობის მაღალი ხარისხი ამარტივებს თანამშრომლობას, როგორც სამუშაო პროცესში, ასევე მთლიანად ბიზნესისთვის. მაღალი ნდობის პირობებში არ გიწევს საკუთრების დაცვისთვის ბევრი დროისა და ენერგიის დახარჯვა, რადგან ენდობი ადამიანებს, რომ არ წაგართმევენ იმას, რაც შენია. ნდობა კორუფციის დონესაც ამცირებს, შესაბამისად, საჯარო სექტორის ხარისხი უმჯობესდება. ნდობა ეხმარება კაპიტალის ბაზრის განვითარებასაც, რადგან ამარტივებს და დაბალხარჯიანს ხდის ფულის სესხებასა და გასესხებას – გამსესხებელს ენდობა მსესხებელს, რომ თანხას მართლაც დაუბრუნებს.

“ადამიანის უმრავლობასას შეიძლება ენდო.”

“ადამიანებთან ურთიერთობისას სიფრთხილეა საჭირო.”

ერთ-ერთ კვლევაში რესპოდენტებს უნდა აერჩიათ ამ ორი წინადადებიდან რომელს ეთანხმებოდნენ. ისეთ ქვეყნებში, სადაც ნდობა მაღალია, ხალხი პირველ წინადადებას უფრო ხშირად ირჩევდა. ნდობის დონის მიხედვით პირველ ადგილზე ნორვეგია, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა იყო. 

ეკონომისტები პოლ ზაკი და სტეფენ კნოკი დაფიქრდნენ, იყო თუ არა კორელაცია ნდობის დონესა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შორის. აღმოაჩინეს, რომ ნდობის დონე დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე – პანამაში იმდენივე ნდობა რომ იყოს, როგორც ავსტრიაშია, პანამის ეკონომიკური ზრდა 1%-ით მეტი იქნებოდა.

როგორ ეხმარება ნდობა ეკონომიკურ განვითარებას? 1. საზოგადოებაში, სადაც ნდობა მაღალია, მთავრობა უკეთესად მუშაობს და ქვეყანაც ისეა მოწყობილი, რომ ეკონომიკურ პროდუქტიულობასა და სიმდიდრის ზრდას უწყობს ხელს. 2. ნდობით აღჭურვილი საზოგადოება განათლებისკენაა მიმართული, რაც ადამიანური კაპიტალის ღირებულებას და პროდუქტიულობას ზრდის – ეს კი ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს. 

ნდობას მნიშვნელობა აქვს განათლების, ჯანდაცვის, ქვეყნის პოლიტიკის უკეთესი ხარისხისა და კორუფციის შემცირებისთვის – ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას განსაზღვრავს. 

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორ უშველა ინდოეთში ქალებს საკაბელო ტელევიზიამ?

კრიპტოვალუტები