in

როგორ შოულობენ იუთუბერები ფულს

იუთუბის გუგლის შემდეგ ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებ გვერდია. ვიდეოების პლატფორმა 2005 წელს შეიქმნა, ტერმინი “იუთუბერი” კი 2006 წელს გაჩნდა. იუთუბერები სხვადასხვა თემის შესახებ ქმნიან ვიდეოებს და იუთუბზე მაყურებელს უზიარებენ. საინტერესოა, როგორ შეოულობენ ისინი ფულს.

ალბათ შეგიმჩნევია რეკლამები იუთუბზე ვიდეოს ყურებისას. იუთუბი რეკლამების განთავსებაში ფულს იღებს, მიღებულ შემოსავალის 55%-ს კი ვიდეოს ავტორს უნაწილებს. ეს იუთუბიდან მიღებული შემოსავლის საკმაოდ დიდი ნაწილია. რეკლამებიდან მიღებული თანხა ნახვების მიხედვით განისაზღვრება – რაც მეტი ნახვა აქვს ვიდეოს, მით მეტ შემოსავალს იღებს რეკლამებიდან. 

ამ რეკლამების გარდა, იუთუბერები ხშირად თავიანთ ვიდეოებში რაიმე სერვის ან პროდუქტს უკეთებენ რეკლამას, კომპანიებთან თანამშრომლობენ და სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებენ. მაგალითად, ვიდეოში იუთუბერს შეიძლება ტანსაცმლის რაიმე ბრენდი ეცვას, რისთვისაც ის შემოსავალს იღებს, სანაცვლოდ კი ათასობით მაყურებელი ხედავს, რომ მათ საყვარელ იუთუბერს ამ ბრენდის ტანსაცმელი აცვია.

იუთუბერების შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა გაყიდვები. იუთუბის გარეთ, იუთუბერები მაყურებელს პროდუქტს ან ფასიან კონტენტს სთავაზობენ, საიდანაც შემოსავალს იღებენ. 

წარმოიდგინე, რომ ახალი მობილური ტელეფონი გამოვიდა, მის ყიდვას აპირებ და გაინტერესებს რამდენად კარგია. ამის გასარკვევად ალბათ ინტერნეტს მიმართავს და იუთუბზე ამ ტელეფონის მიმოხილვასაც ნახავ. ხშირად კომპანიები იუთუბერებს თავიანთ პროდუქტებს უგზავნიან.

როცა კომპანიას უნდა, რომ ტელეფონის შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა, პროდუქტს იუთუბერს გაუგზავნის, რომელიც ტექნიკის მიმოხილვას აკეთებს. ასე ტელეფონის შესახებ ინფორმაცია მარტივად მოდის შენთან. იგივე ხდება სხვა პროდუქტების ან სერვისების შემთხვევაშიც.

შეიძლება, ერთი შეხედვით, ვიდეოების კეთება მარტივი ჩანს, თუმცა ბევრ დროსა და წინასწარ დაგეგმვას მოითხოვს. იუთუბერებს უწევთ განსაზღვრონ თემა, აუდიტორია, გადაიღონ და დაამონტაჟონ ვიდეო და მაყურებელს მიაწოდონ პროდუქტი, რომელიც მათთვის საინტერესო იქნება.

ტოპ სამი ყველაზე მაღალანაზღაურებადი იუთუბერია:

  1. MrBeast – 2021 წელს 54 მლნ $ გამოიმუშავა;
  2. Jake Paul – მისი შემოსავალი გასულ წელს 45 მლნ $ იყო;
  3. Markiplier – 2021 წელს იუთუბით 38 მლნ $ გამოიმუშავა.

What do you think?

12 Points
Upvote Downvote

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისურის ცოდნის ეკონომიკური მნიშვნელობა

ტრანზაქციის ხარჯი მნიშვნელოვანია