გიფიქრია, როგორ ხვდება მაღაზიის დახლზე უამრავ ალტერნატივას შორის შენი საყვარელი პროდუქტი? ამ პროცესის მიღმა ტექნოლოგიები დგას. თანამედროვე სუპერმარკეტებში ყველაფერი გაციფრულებულია, თანამშრომლებს აღარ უწევთ ანგარიშწარმოება, მარაგების დათვლა და პროდუქტების აღრიცხვა – ამ ყველაფერს უკვე პროგრამები აკეთებენ.
დღეს კომპიუტერული პროგრამები თითქმის ყველაფერში ეხმარებიან ბიზნესებს – მარაგების აღწერასა და შევსებაში, ვარგისიანობის ვადის კონტროლში, გაყიდვების აღწერასა და ტრანზაქციების წარმოებაში.
გარდა ამისა, პროგრამებს შეუძლიათ ამ ინფორმაციის ანალიზიც, რაც ბიზნესს ეხმარება, რომ მომხმარებლებს შესთავაზონ ის, რაც მოსწონთ და სჭირდებათ.
ტექნოლოგიები მომგებიანია, როგორც ბიზნესისთვის ასევე მომხმარებლისთვის. დაცარიელებულ დახლებს შორის საყიდლებზე სიარული დროის კარგვა იქნებოდა. გარდა ამისა, პროგრამები აანალიზებენ ყველა ინფორმაციას, რომელსაც იღებენ. შესაბამისად, მარტივია იმის დანახვა, თუ რომელი პროდუქტია პოპულარული და რომელი არა. შედეგად, ბიზნესი მომხმარებელს მასზე მორგებულ პროდუქტს სთავაზობს. კმაყოფილია მომხმარებელი და მეტი მოგება აქვს ბიზნესსაც.
აშშ-ში სუპერმარკეტ Giant Eagle-ში კიდევ უფრო დახვეწილი პროგრამა აქვთ – მარაგების გასაკონტროლებლად ხედვის ტექნოლოგიას იყენებენ: ჭერზე დამაგრებული კამერები მაღაზიის დახლებს უყურებენ და შეუძლიათ დაინახონ ცარიელი სივრცეები ან არასწორ დახლზე დადებული პროდუქტებიც კი.
პროგრამის დახმარებით, მარაგების შევსება და პროდუქტების დალაგება ძალიან გამარტივებულია.
წარმოიდგინე, რამდენი დრო, ძალისხმევა და ადამიანური რესურსი დაიხარჯებოდა, ყველაფერს რომ ადამიანები აკეთებდნენ. პროგრამები კი ამ რესურსების დაზოგვის საშუალებას და მოგების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.
GIPHY App Key not set. Please check settings