in

ავთენტიფიკაცია

მარტის შუა რიცხვებიდან საბანკო მობილურ აპლიკაციებში შესვლის პროცესი იცვლება. ეროვნულმა ბანკმა საქართველოში ყველა კომერციულ ბანკს უსაფრთხოების ზომების უკეთ დაცვა მოსთხოვა.

ეს ნიშნავს, რომ საბანკო ოპერაციის შესასრულებლად დაგჭირდება 2 ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, რათა პროგრამა დარწმუნდეს რომ ნამდვილად შენ ხარ და ვინმე არ ცდილობს შენი ფულის მითვისებას. ავთენტიფიკაციის გავლისთვის შესაძლოა გამოიყენო იუზერი და პაროლი, კოდი, თითის ანაბეჭდი, სახის ამომცნობი, მეილზე ან ტელეფონზე მოსული სმს-კოდი და სხვა.

ახალი წესი ყველა ოპერაციაზე სრულდება და თუ 2 ან მეტ ოპერაციას განახორციელებ, ყველა ჯერზე მოგიწევს პროცედურის გავლა. თუმცა, არსებობს გამონაკლისები: მცირე და ურისკო ან სანდო ბენეფიციარებთან გადარიცხვებს ახალი რეგულაციები არ შეეხება.

შეიძლება იფიქრო, რომ მოსაბეზრებელია – მაგრამ ფიშერების მეთოდები ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იხვეწება და მათგან თავდაცვა აუცილებელია.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

პანდემია და კოსმეტიკის ბაზარი

როგორ შეიძლება გაიფლანგოს ბიუჯეტი