in

დასაქმებულთა შრომის პირობები და ანაზღაურება

კლიმენტი ბერულავას სტატია

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი მსოფლიო საბაზრო ეკონომიკურ მოდელზეა გადასული, ცალსახა პასუხი კითხვაზე “როგორ გაუმჯობესდეს დასაქმებულთა შრომის პირობები და ანაზღაურება”, არ არსებობს. 

იმისთვის, რომ  მიმოვიხილოთ საყოველთაოდ გავრცელებული პასუხები თუ იდეები, მოკლედ აღვწეროთ საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტური პრინციპები და თავისებურებები.

საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტურ პრინციპებია –  კერძო საკუთრება და კონკურენცია ინდივიდუალური ინიციატივის სტიმულირებით საბაზრო ეკონომიკა განვითარების იდეალურ საფუძველს ქმნის. უკანასკნელი ორი საუკუნის არნახული ტექნოლოგიური და ეკონომიკური წინსვლა სწორედ საბაზრო ეკონომიკის დამსახურებად ითვლება.

თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ეკონომიკური ერთიანობის მიუხედავად შრომით პრობლემებზე  პასუხი, სხვადასხვა ისტორიული თუ სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, ცალსახა არასდროს ყოფილა. ინდუსტრიული რევოლუციიდან დღემდე შრომით საკითხთან დაკავშირებით ორი ძირითადი მიმდინარეობა იკვეთება – პირველი (მემარჯვენეები, ლიბერალები, ლიბერტარიანელები) გამოსავალს მაქსიმალურ შესაძლებელ დერეგულაციაში, ბაზრის გათავისუფლებაში ხედავს, ხოლო მეორე მხარე (ცენტრისტები, მემარცხენეები, სოციალ-დემოკრატები) სახელმწიფოს რეგულატორის როლს აკისრებს, რომელმაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობაში ორივე მხარის ინტერესების დაცვა უნდა უზრუნველყოს.

თავისუფალი ბაზრის მომხრეებსა და სოციალური სახელმწიფოს მხარდამჭერებს შორის პრობლემის ხედვაც მკვეთრად განსხვავებულია – ლიბერტარიანელები პრობლემებს სახელმწიფოს და მის ჩარევებს მიაწერენ, მათი აზრით ყველასათვის დამაკმაყოფილებელი პირობების მიღწევა, მხოლოდ და მხოლოდ კონკურენციის მაქსიმიზებითაა შესაძლებელი – თავისუფალი შეჯიბრის პირობებში დამსაქმებლები იძულებულნი ხდებიან დამაკმაყოფილებელ ხელფასზე და პირობებზე იზრუნონ დასაქმებულთა მოსაზიდად. ისინი სახელმწიფოს მხოლოდ მყარ მონოპოლისტად, კონკურენციის მტრად ხედავენ და შესაბამისად მისი როლი „ღამის გუშაგამდე“ – დადებული კონტრაქტების შესრულების ძალაუფლებრივ უზრუნველყოფამდე უნდა შემცირდეს, როგორც ამას ადამ სმიტი ამბობს. სახელმწიფოს ჩარევას, რაც თავის თავში ინდივიდთა შორის ბუნებრივ აქტივობაში ჩარევას გულისხმობს – გარდაუვალ ეკონომიკურ შეუსაბამობებამდე და ტოტალიტარიზმამდე მივყავართ. პოზიციას მოკლედ და გასაგებად აღწერს ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ადამ სმიტი :

„ძალზედ ცოტა რამაა ბარბარიზმიდან უმაღლეს სიმდიდრემდე სახელმწიფოს ასაყვანად იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე მშვიდობა, დაბალი გადასახადები და სამართლის სათანადო ადმინისტრირება : სხვა ყველაფერი საგანთა ბუნებრივი მოძრაობით იქმნება“ 

ამის თვალსაჩინო მაგალითია ჰონგ-კონგის გარდასახვა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრეს ქალაქად. სუვერენიტეტის მოპოვებიდან (1997) 23 წელში მისი მშპ ერთ სულზე თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.

ამავდროულად სოციალ-დემოკრატები განსხვავებულ ხედვას გვთავაზობენ – დამქირავებლები, როგორც საწყისი კაპიტალის მფლობელები, თავიდანვე პრივილეგირებული არიან და ამავე დროს ყველანაირი პასუხისმგებლობის გარეშე – მხოლოდ პირად მოგებაზე ორიენტირდებიან, რის გამოც დაურეგულირებელი, ველური ბაზარი არაფერს ნიშნავს გარდა დამსაქმებლების დიქტატურისა. რაც შეეხება კონკურენციის საშუალებით პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესებას – სოციალ-დემოკრატების აზრით შეჯიბრი ერთის მხრივ აუცილებლად ნიშნავს ერთ გამარჯვებულს, ხოლო მეორეს მხრივ – სახელმწიფოს ეკონომიკურ ჩაურევლობას ადვილად მივყავართ კერძო მესაკუთრეებს შორის კარტელურ შეთანხმებამდე ანუ ოლიგოპოლიამდე. ბიზნესის ინტერესებში ჩაურევლობასთან ერთად, სახელმწიფომ მშრომელების ეკონომიკურ დაკმაყოფილებაზეც უნდა იზრუნოს, უნდა უზრუნველყოს ისეთი ფუნდამენტური საჭიროებები, როგორებიცაა საცხოვრებელი, განათლება და ღირსეული სამუშაო პირობები.

შეგვიძლია ვთქვათ რომ სოციალური სამართლიანობა, სიმდიდრის გადანაწილება და საყოველთაო კეთილდღეობა მათი ფუნდამენტური ღირებულებებია. 

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სკანდინავიური ქვეყნები: შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, დანია. რომლებიც მკაფიოდ გამოირჩევიან დასავლეთის სხვა მოწინავე ქვეყნებისგან ბედნიერების ინდექსით, განათლების დონით, ხარისხიანი და ეფექტური სოციალური კეთილდღეობის სისტემებით და სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლებით. საყურადღებოა, რომ ჯანდაცვას, განათლებას და ასევე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს  აღიარებს საერთაშორისო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია :

მუხლი 25

„ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად…“

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორ შეიძლება გაიფლანგოს ბიუჯეტი

რამდენად კარგად ერკვევი შვეიცარიის ეკონომიკაში?