in

ძველი ეგვიპტის ეკონომიკა

რა გახსენდება ეგვიპტეზე? ალბათ პირამიდები, ფარაონები და ძვირფასი სამარხები. პირამიდების აგება იაფი ნამდვილად არ იყო. გიფიქრია, როგორი იყო ეკონომიკა ძველ ეგვიპტეში?

ძველი ეგვიპტე აგრარული ცივილიზაცია იყო, ეკონომიკა სოფლის მეურნეობაზე იდგა. სახელმწიფო ნილოსის გასწვრივ იყო გაშენებული – მდინარე საკვებისა და სასმელი წყლის წყაროს წარმოადგენდა, კარგი საშუალება იყო სარწყავი სისტემისა და ტრანპორტირებისთვისაც.

ეგვიპტური კალენდრის მიხედვით 3 სეზონს გამოყოფდნენ: თესვის, მოსავლის აღების და წყალდიდობის. წყალდიდობის სეზონზე ნილოსი დიდდებოდა და ნაპირებზე გადმოდიოდა, სწორედ ამიტომ მდინარის მიმდებარე მიწები ნაყოფიერი და უხვმოსავლიანი იყო. მშენებლობები ძირითადად ამ სეზონზე მიმდინარეობდა, რადგან მოსახლეობა მოსავლის თესვითა და აღებით არ იყო დაკავებული.

ძველ ეგვიპტეში განვითარებული იყო ფერმერობა. ფერმებს ძირითადად სახელმწიფო ფლობდა, მათზე მოვლა-პატრონობა კი ტაძრებს ეკისრებოდათ. ტაძრები ასრულებდნენ სავაჭრო, სამთავრობო და რელიგიურ ფუნქციებს.

ძველი ეგვიპტეში ფულის ერთეულად მარცვლეულს იყენებდნენ. ეკონომიკა ცენტრალურად იყო დაგეგმილი – მოსავლის დიდ ნაწილს სამეფო ოჯახი, ტაძრები და დიდგვაროვნები აკონტროლებდნენ. ეგვიპტური საგადასახადო სისტემის მიხედვით, მამულის მფლობელები ვალდებულები იყვნენ, გადასახადი სამეფო ხაზინაში მიეტანათ.

გადასახადების გადაუხდელობა ფიზიკური სასჯელით ისჯებოდა. გადასახადს სხვადასხვა შინაური ცხოველის, მარცვლეულითა და ქსოვილების სახით იხდიდნენ.

შეგროვებული გადასახადები სხვადასხვა პროექტზე ნაწილდებოდა, მაგალითად, სამეფო აკლდამის ან პირამიდის მშენებლობაზე. საკვები და მარცვლეული ტაძრებში ინახებოდა. მუშები ხელფასებს ამრცვლეულის სახით იღებდნენ. ფერმის უბრალო მუშის ხელფასი თვეში დაახლოებით 200 კგ მარცვლეული იყო. ხელფასი მუშის გამოცდილებასა და მოსავლიანობაზე იყო დამოკიდებული.

ძველ ეგვიპტეში განვითარებული იყო ვაჭრობაც. ვაჭრობა ძირითადად ბარტერზე იყო დაფუძნებული – ძველი ეგვიპტელები მომსახურებას ან პროდუქტს სხვა პროდუქტში ან მომსახურებაში ცვლიდნენ. ხმელთაშუა და წითელი ზღვის გავლით ეგვიპტელებს ვაჭრობა სხვა ცივილიზაციებთანაც შეეძლოთ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გარდა, ისინი ვაჭრობნდნენ თიხის ჭურჭლით, პაპირუსით, ქსოვილებითა და ოქროს სამკაულებით.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

იცი, რა არის სოციალური მეწარმეობა?

საწვავის ფასი