in

“აღმართი მეტია თუ დაღმართი?”

, თანაბარია, იმიტომ რომ 1 ვალუტის გაუფასურება მეორესთან მიმართებაში, ავტომატურად ნიშნავს რომ მეორე ვალუტა პირველთან შედარებით გამყარდა.

ფული ჩვეულებრივი პროდუქტია, რომელსაც  თავისი ფასი აქვს. რა ღირს 1 ლარი? 1 ლარი.  რა ღირს 1 დოლარი? 3 ლარი და 11 თეთრი.

გაცვლითი კურსი გვიჩვენებს 1 ვალუტის ღირებულებას მეორესთან მიმართებაში და ეს კურსი ცვალებადია: მაგალითად  ერთი წლის წინ $1 3.30₾, 5 წლის წინ კი 2.4 ₾ ღირდა. გაცვლითი კურსები დაახლოებით იმავე პრინციპით იცვლება, როგორც კომპანიის აქციის ფასები.

გახსოვს  სკოლის დაწყებით კლასებში ვითომ ჩამჭრელი კითხვა “აღმართი მეტია თუ დაღმართი?” დაახლოებით მასეა ვალუტებშიც. “გაუფასურება მეტია თუ გამყარება?”, თანაბარია, იმიტომ რომ 1 ვალუტის გაუფასურება მეორესთან მიმართებაში, ავტომატურად ნიშნავს რომ მეორე ვალუტა პირველთან შედარებით გამყარდა. თუ ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდება, ეს ნიშნავს, რომ დოლარი ლართან მიმართებაში გამყარებულა.

კურსების ცვლილება მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ვაჭრობისთვის. თუ ამერიკაში ჯემები გაგვაქვს ექსპორტზე, ლარის გაუფასურების შემთხვევაში ამერიკელებს ჩვენი ჯემი უფრო ნაკლები დოლარი, ანუ მათი გადმოსახედიდან უფრო იაფი დაუჯდებათ და პირიქით, თუ რაიმე პროდუქტი იმპორტზე შემოგვაქვს და ამ პროდუქტში დოლარს ვიხდით, ჩვენთვის ეს პროდუქტი გაძვირდება. ხოლო თუ ლარი გამყარდება, ამერიკელებს გაუძვირდებათ ქართული პროდუქტის ყიდვა და ჩვენ გაგვიიაფდება ამერიკული იმპორტი. ანუ, როცა ქვეყნის შიდა ვალუტა უფასურდება, უცხოელებისთვის ამ ქვეყნის ექსპორტი იაფდება, ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის კი იმპორტი ძვირდება.

თუ შენ ოდესმე, მაგალითად სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, ფული სხვა ვალუტაში გადაგიცვლია, უკვე გივაჭრია სავალუტო ბაზარზე.  თუმცა ფასს არა ცალკეული ადამიანები, არამედ უფრო დიდი “შეკვეთები” განსაზღვრავს. მაგალითად, როცა ამერიკას ჩინეთიდან დიდი იმპორტი აქვს, იცვლება დიდი რაოდენობით თანხა, რაც ბაზარზე ვალუტების ფასს განსაზღვრავს (სხვათაშორის ცოტა ხნის წინ ამერიკას სიმდიდრით ჩინეთმა გადაასწრო და ახლა ჩინეთია მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა).

როგორც სხვა პროდუქტებს, ვალუტების გაცვლით კურსსაც მყიდველების და გამყიდველების ურთიერთობა განსაზღვრავს. თუ რაღაც მიზეზის გამო ბევრ ადამიანს ევროს გაყიდვა და დოლარის ყიდვა მოუნდება, ეს ნიშნავს რომ დოლარზე მოთხოვნამ იმატა და დოლარის ფასი ევროსთან მიმართებაში გაიზრდება.

ზოგჯერ ადამიანები ცდილობენ გაცვლითი კურსების ცვლილებით მოგება ნახონ, იყიდონ და გაყიდონ ვალუტები მათთვის ხელსაყრელ ფასად.

მსოფლიოში ვალუტებით ვაჭრობა ძალიან სწრაფად იზრდება, მაგალითად 1989 წელს მთლიანი მოცულობა დღიურად დაახლოებით $600 მილიარდი იყო, 2010 წელს $4 ტრილიონი, 2019  წელს კი   $6.6 ტრილიონი.

ინტერნეტისა და ტექნოლოგიების საშუალებით ეს პროცესი უწყვეტია და ყველა მონაწილებს ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს შეუძლია აქტიურად იყოს პროცესში ჩართული.

უმეტესად ადამიანები ვაჭრობენ დოლარში. ძალიან ძნელია იპოვო მონაწილე, რომელსაც მაგალითად ლარის გაცვლა უნდა შვედურ კრონში. თუმცა მარტივია იპოვო ის, ვინც დოლარში გაცვლის ან ერთ ან მე-2 ვალუტას, შესაბამისად დოლარი, შემდეგ ევრო და შემდეგ იაპონური იენი არის ძირითადი “შუამავალი” ვალუტები.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფასიანი ქაღალდები

შეავსე ეკონომიკური ტესტი