in

არაფერი არ არის “უფასო”

სტატია მოიცავს “საღი აზრის ეკონომიკის” 1.2. პარაგრაფს – სრული წიგნის ლინკი: https://bit.ly/3FaSKsE

(წიგნი ნათარგმნია GELI-სა და EFI-ის თანამშრომლობით)

პროდუქტების რაოდენობა შეზღუდულია, შესაბამისად გვიწევს გავაკეთოთ არჩევანი.

ჩვენი მოთხოვნები შეუზღუდავია, რესურსები კი ამოწურვადი. გინდა ახალი ტანსაცმელი, მდიდრული იახტა, ან შვეიცარიის ალპებში დასვენება? რას იტყვი მეტი დრო და ფული რომ გქონდეს დასვენების, გართობისა და მოგზაურობისთვის? ყველას საიამოვნებით გვექნებოდა ყველაფერი რაც გვინდა, მაგრამ რესურსი არ გვეყოფა, მაგალითად დრო ან ფული.

იმის გამო, რომ არ შეგვიძლია ყველაფერი გვქონდეს, რაც გვინდა, იძულებულები ვართ, ალტერნატივებს შორის ავარჩიოთ. ამიტომ არ არსებობს არაფერი უფასო. იმისთვის, რომ 1 რამ გავაკეთოთ, მსხვერპლად სხვა, ჩვენთვის ღირებული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა უნდა გავიღოთ. ამიტომ არსებობს ეკონომიკაში ტერმინი “ალტერნატიული დანახარჯი”.

მრავალი ხარჯი ფულით იზომება, თუმცა ესეც ალტერნატიული ხარჯია. ფული, რომელსაც ერთ შენაძენზე ხარჯავთ ის ფულია, რომელიც სხვა პროდუქტის ან მომსახურების შესაძენად შეგეძლო დაგეხარჯა. შენი შენაძენის ალტერნატიული ხარჯი ნებისმიერი იმ ერთეულის ღირებულებაა, რომლებზეც უარის თქმა გიწევს, იმის გამო რომ ამ კონკრეტულ შენაძენზე დახარჯე ფული. თუმცა, მხოლოდ იმის გამო, რომ შენ არ გიწევს ფულის ხარჯვა რაღაცის გასაკეთებლად, არ ნიშნავს რომ ამგვარი ქმედება შეუფასებელია. არ გიწევს ფულის დახარჯვა გასასეირნებლად და ულამაზესი დაისის სანახავად, თუმცა არსებობს გასეირნების ალტერნატიული ხარჯი – დრო, რომელსაც სეირნობაზე ხარჯავ შესაძლოა სხვა საქმეში, მაგალითად მეგობართან სტუმრობაში დაგეხარჯა.

ხშრად ამბობენ, რომ ზოგიერთი რამ იმდენად მნიშვნელოვანია, მისი ხარჯი არ უნდა გავითვალისწინოთ. იმის თქმა, რომ რამე ღირებულების გაუთვალისწინებლად უნდა გავაკეთოთ, იგივეა, რომ ჩვენ ეს საქმიანობა ალტერნატიული დანახარჯი არ გავითვალისწინოთ. მაგალითად, როცა რესურსს ვხარჯავთ ინფრასტრუქტურაში ან კულტურული ძეგლების რესტავრაციაში ამათაც აქვთ ალტერნატიული დანახარჯი. ამ თანხად შეგვეძლო თავდაცვის გაძლიერება, წყალგაყვანილობის განახლება და ა.შ.

როგორც მომხმარებლის, ისე მწარმოებლის არჩევანი ხარჯებთანაა დაკავშირებული. საქონლის ღირებულება, რომელიც მის ფასში აისახება, ჩვენ, მომხმარებლებს გვეხმარება შევადაროთ ამ პროდუქტისა და სხვა სასურველი პროდუქტის ფასი. თუ არ გავითვალისწინებთ ხარჯებს, სავარაუდოდ ჩვენს შემოსავალს “არასწორი” ნივთების შესაძენად გამოვიყენებთ, ანუ შევიძენთ ისეთ პროდუქტს, რომლის ღირებულება (და არა ფასი) ისეთი მაღალი არ არის, როგორიც სხვა პროდუქტების ღირებულებაა, რომელთა ყიდვა შეგვეძლო. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ნაყინი მეტ ბედნიერებას მოგანიჭებს, ვიდრე შოკოლადი, ფასი კი ერთი აქვთ – შოკოლადის ყიდვის შემთხვევაში “დაზარალდები”.

მწარმოებელს კი აქვს ხარჯი, რომელიც პროდუქტის დასამზადებლად სჭირდება. მაგალითად, თუ სახლს ააშენებს ხით, ფოლადით, თაბაშირ-მუყაოთი – იმავე მასალით ვეღარ ააშენებს სკოლას და საავადმყოფოს. რესურსებზე მაღალი ხარჯი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მათ სხვა მაღალი სარგებელიც აქვთ, დანარჩენი მყიდველებისა და გამყიდველების შეფასებით. მოგებაზე ორიენტირებული ფირმები ამგვარ სიგნალებს გაითვალისწინებენ და ისე იმოქმედებენ; თუმცა სახელმწიფო პოლიტიკა ზოგჯერ ამგვარ სიგნალებს უგულებელყოფს. მათ შეუძლიათ გადასახადების ან სუბსიდიების დანერგვა პოტენციური მხარდამჭერების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თავისუფალ და ღია ბაზრებზე წარმოქმნილი ფასების შემცირებით.  თუმცა ასეთი პოლიტიკა საბაზრო მოტივაციას – იმართოს რესურსები ეფექტურად, ამცირებს.

ამის კლასიკურ მაგალითს 1991-1994 წლების საქართველოში ვხვდებით. ხელისუფლებამ პურის ფასი საბაზრო დონეზე დაბალი ოდენობით გაყინა, რამაც მომხმარებლის უსასრულო რიგები გააჩინა. იმ დღეს, როდესაც ფასების კონტროლი გაუქმდა, უეცრად მაღაზიების დახლებზეც გამოჩნდა საკმარისი რაოდენობით პროდუქტი, რიგები კი გაქრა.

ასეთივე რამ მოხდა 2006 წელს, როდესაც რუსეთიდან აფეთქდა ბუნებრივი აირის მომწოდებელი მილსადენი. ამ ინციდენტმა მკვეთრად გაზარდა გასათბობ ნავთზე მოთხოვნა. “ფასის გაბერვის” აღსაკვეთად დაწესდა კონტროლი ნავთზე, რამაც ასევე გრძელი რიგები წარმოშვა, სანამ ფასები არ გათავისუფლდა და საბაზრო დონეზე არ დარეგულირდა.

პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები და ლობისტები ხშირად “უფასო განათლებაზე”, “უფასო სამედიცინო მომსახურებაზე” ან “უფასო საცხოვრებელზე” საუბრობენ, რამაც შესაძლოა ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს. ეს მომსახურებები უფასო არ არის, თითოეული მათგანისთვის რესურსია საჭირო, რომელიც შეიძლებოდა სხვაგან დახარჯულიყო. მაგალითად, განათლებისთვის საჭირო რესურსი საკვების წარმოებაში დახარჯულიყო, ან გარემოს დაცვის მექანიზმების შექმნაში. განათლების ღირებულება იმ საქონლის ღირებულებაცაა, რომელზეც უარი უნდა ვთქვათ. ხელისუფლებას შეუძლია ხარჯების გადანაწილება, მაგრამ არ შეუძლია მათი გაქრობა. როდესაც ხელისუფლებას სურს ადამიანების წახალისება, რომ საპენსიო ფონდში ფული შეიტანონ, მასიური სარეკლამო პროგრამა ჩვეულებრივი არაეფექტურია, მეტად ეფექტიანია შემნახველ ანაბარზე გადავადებული გადასახადების გზით თანხების შეგროვება.

ალტერნატიული ხარჯი მნიშვნელოვანი კონცეფციაა, რომელთანაც ჩვენი ცხოვრებაა დაკავშირებული. ვცხოვრობთ შეზღუდული რესურსების სამყაროში შესაბამისად გვიწევს არჩევანის გაკეთება. სამყაროზე უკეთესი წარმოდგენა გვექნება, თუ ალტერნატიულ დანახარჯებს გავითვალსწინებთ.

განვიხილოთ ალტერნატიული ხარჯის გავლენა დასაქმებაზე, შობადობასა და მოსახლეობის ზრდაზე – სფეროებზე, რომლებზეც მრავალი ადამიანის აზრით ალტერნატიული დანახარჯები არ მოქმედებს.

რაც უფრო მეტადაა ადამიანი განათლებული, მეტი შანსია რომ მაღალი ხელფასი ექნება. შესაბამისად მისი სახლში დარჩენა და დროის სახლის საქმეებში დახარჯვა უფრო და უფრო ხარჯიანი ხდება. ამ მოსაზრებას სტატისტიკა ამყარებს. 2014 წელს უკრაინაში 15-დან 64 წლამდე ასაკის უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებული ქალბატონების წილი სამუშაო ძალაში 70%-ზე მეტი იყო, არასრული უმაღლესი განათლების მქონე ქალების 62% და მხოლოდ სასკოლო განათლების მქონე ქალების 40%.

როგორ ფიქრობთ, რა ემართება შობადობის მაჩვნებელს ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ხელფასების ზრდს შემთხვევაში? სახლს საქმეებზე დახარჯული დრო შრომის ბაზარზე მუშაობის დროს ამცირებს. ხელფასების ზრდასთან ერთად, იზრდება ბავშვების ყოლის და დიდი ოჯახის რჩენის ალტერნატიული ხარჯი. შესაბამისად, ამის სავარაუდო შედეგი შობადობის კლება და მოსახლეობის ზრდის შენელებაა. გასული 2 საუკუნის განმავლობაში ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას მალევე მოსდევს შობადობის მაჩვეებლის კლების და მოსახლეობის ზრდის ტემპის შენელების პროცესი. გარდა ამისა ყველა ქვეყანაში ეს ვითარება ერთნაირად მიმდინარეობს. მიუხედავად ამ ქვეყნებს შორის არსებული დიდი კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და პოლიტ-ორგანიზაციული განსხვავებებისა, ბავშვების ყოლასთან დაკავშირებულ უფრო მაღალ ალტერნატიულ ხარჯებს ყველა შემთხვევაში მსგავსი გავლენა აქვთ შობადობის მაჩვენებელზე.

ალტერნატიული ხარჯი ძლიერი ინსტრუმენტია და წიგნში მის შესახებ კიდევ ბევრის გაგება შეგიძლიათ.

What do you think?

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ილია ჭავჭავაძის სტატუსები

დაზოგვის 10 მეთოდი