in

ღირებულება შემოსავალს და სიმდიდრეს ქმნის

სტატია მოიცავს “საღი აზრის ეკონომიკის” 1.9. პარაგრაფს – სრული წიგნის ლინკი: https://bit.ly/3FaSKsE

(წიგნი ნათარგმნია GELI-სა და EFI-ის თანამშრომლობით)

ადამ სმითი ამბობდა, რომ მოხმარება წარმოების მიზანია. ჩვენთვის ღირებული პროდუქტისა და მომსახურების წარმოების ზრდა შემოსავალსა და ცხოვრების სტანდარტს ზრდის. თუ ღირებული პროდუქტი ჩვენი კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ მისი განადგურება ცუდი იქნება. თუმცა ზოგჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მცდარ იდეებზე დაყრდნობითაც მიიღება – თითქოს პროდუქტის განადგურება საზოგადოებას სარგებელს მოუტანს.

1933 წელს აშშ-ს კონგრესმა სასოფლო-სამეურნეო რეგულირების აქტი მიიღო მარაგების შემცირებისა და ამ გზით პროდუქტების ფასების კლების აღკვეთისთვის. ფედერალურმა მთავრობამ ფერმერებს ბამბის, სიმინდის, ხორბლის მოსავლის პროპორციულად ხვნის ხარჯები აუნაზღაურა. კარტოფილის მომყვანებმა კომპანსაცია ბოსტნეულის შეღებვისთვის მიიღეს, რომ პროდუქტი საკვებად ვარგისი არ ყოფილიყო. ჯანმრთელი პირუტყვი დაკლეს და სასაფლაოზე დამარხეს, რათა ბაზარზე არ გაყიდულიყო. ეს კანონი სასამართლო 1936 წელს არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა იქამდე უამრავი პროდუქტი განადგურდა და მომხმარებლამდე არ მიუღწევია.

აშშ-ში გარკვეულწილად მაინც იზღუდება ფერმერთა წარმოება. მსგავსი პოლიტიკა კი ღირებულ რესურსებს ამსხვრევენ და ერს აღარიბებენ. ევროკავშირსაც აქვს ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა. მსგავსი პროგრამების მხარდასაჭერად გადასახადის გადამხდელთა და მომხმარებელთა თანხები იხარჯება.

სოფლის მეურნეობა არ არის ერთადერთი სფერო, რომელიც სუბსიდირდება. 2009 წელს აშშ-ში მოქმედებდა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ძველი ავტომობილების განადგურებისა და ჯართში ჩაბარების სანაცვლოდ მათ პატრონებს ფულს უხდიდნენ. ავტო დილერები თითოეულ მანქანაში დაახლოებით 3500-4500 დოლარს იღებდნენ, მასზე თანხის დამატებით კი ახალ ავტომობილს შეიძენდნენ. პროგრამის მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ ახალი მანქანის შეძენის მოტივაცია ხელს შეუწყობდა ეკონომიკურ ზრდას. თუმცა სცენარი სხვაგვარად განვითარდა, ახალი ავტომობილები ძვირი იყო, მიწოდების შემცირების გამო კი მეორეულ მანქანებზე ფასმა იმატა. მომხმარებელს ბევრი თანხა ეხარჯებოდა ავტომობილზე, რის გამოც სხვა რამეების შესაძენად ფული აღარ რჩებოდა. პროგრამამ, რომელზეც 3 მლრდ დოლარი დაიხარჯა, ვერ გაამართლა. სუბსიდიას იღებდა ის, ვისაც ახალი მანქანის შეძენის შესაძლებლობა ჰქონდა, შედარებით ღარიბი მოსახლეობა კი წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასეთი პროგრამირები არსებობდა გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც.

მსგავსი პროგრამები შესაძლოა ერთ კონკრეტულ მწარმოებელს დაეხმაროს, თუმცა ვერ შეძლებს მთლიანობაში მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 

განადგურების მსგავსი ფორმაა პროდუქტის მიღების ალტერნატიული ხარჯის გაზრდა. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში მილიარდობით დოლარს ხარჯავენ თევზჭერის სუბსიდირებაში, რაც ხელს უწყობს არამდგრად, დესტრუქციულ ან ზოგჯერ კი უკანონო პრაქტიკას. ბაზრის წონასწორობის დარღვევა თევზჭერის ინდუსტრიაში მსოფლიო ბანკის დაანგარიშებით, მსოფლიო ეკონომიკას 2012 წელს 83 მილიარდი დოლარი დაუჯდა. მდიდარ ქვეყნებზე თევზჭერის სუბსიდიესბის 70% მოდის, ხოლო ღარიბ ქვეყნებს, რომლებისთვისაც თევზჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათთან კონკურენცია უწევთ. 

ახალ წარმოებაზე მოთხოვნის შექმნა უკვე არსებული ღირებული აქტივების განადგურებით არ არის საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესების ეფექტური საშუალება.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

შემოსავალი წარმოიქმნება სხვებისთვის სარგებლის მოტანით

პროგრესის მრავალი წყარო არსებობს