in

ინგლისურის ცოდნის ეკონომიკური მნიშვნელობა

საქართველო ინგლისური ენის ცოდნის დონით 112 ქვეყნიდან 50-ე, ხოლო ევროპის 35 ქვეყნიდან 31-ე ადგილზეა. ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. 2021 წლის მონაცემებით ინგლისურ ენას გარკვეულ დონეზე მოსახლეობის დახლოებით 45% ფლობს.

ხშირად, ვაკანსიებში ინგლისური ენის ცოდნას ითხოვენ. ინგლისურის სწავლა გეხმარება კარიერულ წინსვალში, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა?

ინდოეთში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, დასაქმებულ მამაკაცებს, რომლებმაც ინგლისური ენა იციან, 34%-ით მაღალი ხელფასები აქვთ, ვიდრე ინგლისურის არმცოდნეებს. საქართველოში, 250 დოლარზე მეტი ხელფასი მხოლოდ 16%-ს აქვს მათგან, ვინც ინგლისურს ყოველდღე არ იყენებს, ხოლო 58%-ს იმათგან, ვინც ინგლისურს ყოველდღიურად იყენებს. 

ინგლისური ენის ცოდნა ზრდის დასაქმების შესაძლებლობასაც. საქართველოში ადამიანთა 38%-ს, რომლებიც ინგლისურს ყოველდღიურად არ იყენებენ, აქვს სამსახური და დასაქმებულია ადამიანების 50%, რომლებიც ინგლისურს ყოველდღე იყენებენ.

ინგლისური ენის ცოდნა საშუალებას გაძლევს სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსებს გაეცნო. ქართულად ონლაინ ინფორმაცის მხოლოდ 0.02%-ზე მიგვიწვდება ხელი, ხოლო ინგლისურად – ინტერნტრესურსების 60%-ზე მეტის. ინგლისური ენის ცოდნა ნიშნავს, რომ შეგიძლია კიდევ უამრავი რამ გაიგო, არ ჩამოვრჩე თანამედროვე კვლევებსა და მიღწევებს. ეს ყველაფერი კი არა მხოლოდ პირად, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც აისახება.

What do you think?

20 points
Upvote Downvote

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

0

აზროვნების ეკონომიკური წესი

როგორ შოულობენ იუთუბერები ფულს