in

ისრაელის ეკონომიკა

ისრაელი ახლო აღმოსავლეთში მდებარე, პატარა ქვეყანაა. მას საქართველოსთან შედარებით 3 ჯერ ნაკლები ტერიტორია, 2 ჯერ მეტი მაცხოვრებელი და 11-ჯერ მეტი მშპ აქვს ერთ სულ მოსახლე. რთული გეოგრაფიული და პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად ისრაელმა მოახერხა გამდიდრება.

1980-იან წლებში ისრაელში მძიმე ეკონომიკური ვითარება იყო, ინფლაცია 400%-ს აჭარბებდა. სწორედ ამ დროს საბჭოთა კავშირიდან 800 000 ებრაელი ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ანუ, ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობის ისრაელს, რომელსაც არც ნავთობი აქვს და არც მიწისა და წყლის რესურსი – უნდა შეექმნა ახალი სამუშაო ადგილები და ეწარმოებინა დანარჩენი მსოფლიოსთვის საინტერესო პროდუქტი.

1993 წელს ისრაელის მთავრობამ ინვესტიციების მოსაზიდად დაიწყო პროგრამა „იუზმა“. იუზმა უცხელ ინვესტორებს რისკების დაზღვევას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50%-იან თანადაფინანსებას სთავაზობდა. სახელმწიფოს წილის გამოსყიდვა ინვესტორს 5 წელში იაფად შეეძლო.

შეთავაზება ბევრისთვის აღმოჩნდა საინტერესო და მალე ფონდების ბიუჯეტი 58 მილიონი დოლარიდან 3.3 მილიარდ დოლარამდე, სტარტაპ კომპანიების რაოდენობა კი 100-დან 800-მდე გაიზარდა.

1999 წლის ბოლოს ტექნოლოგიები ისრაელის მშპ-ს 70%-ს შეადგენდა. დღეს ბლუმბერგის სიაში ისრაელი კვლევისა და განვითარების მიმართულებით პირველ, ინოვაციურობის ინდექსის მიხედვით კი მე-5 ადგილასაა.

Iphone, Microsoft, Google, Paypal, IBM – ეს იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებმაც კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტები ისრაელში გახსნეს. ბევრი ისრაული ტექნოლოგია კი დიდმა კომპანიებმა შეისყიდეს, მაგალითად Mobileye ინტელმა 15 მილიარდ დოლარად იყიდა, Waze გუგლმა 1.3 მილიარდ დოლარად და ა.შ. ისრაელში ამბობენ, ეკონომიკური განვითარებისთვის თავად ისრაელი აქციეს სტარტაპად, რომელმაც წარმატებას მიაღწია.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

სმიშინგი

ლარის ისტორია