in

მოგება პროდუქტიულობის მაჩვენებელია

სტატია მოიცავს “საღი აზრის ეკონომიკის” 1.7. პარაგრაფს – სრული წიგნის ლინკი: https://bit.ly/3FaSKsE

(წიგნი ნათარგმნია GELI-სა და EFI-ის თანამშრომლობით)

ბიზნესები შეძენილ ბუნერბივ რესურსებს, შრომას, კაპიტალსა და სამეწარმეო ნიჭს პროდუქტებად და მომსახურებად გარდაქმნიან, შემდეგ კი მომხმარებლებზე ყიდიან. საბაზრო ეკონომიკაში, როცა მწარმოებლები რესურსებს იყენებენ, იმავე რესურსების ალტერნატიულად გამოყენება შეუძლებელი ხდება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ალტერნატიული დანახარჯი. 

ერთმანეთისგან განსხვავდება წარმოების ალტერნატიული ხარჯი და ხარჯის სტანდარტული ბუღალტრული დათვლის მეთოდი. ბუღალტრები ფირმის წმინდა შემოსავლის ითვლიან, რაც ოდნავ განსხვავდება ეკონომიკური მოგებისგან.

წმინდა შემოსავლის დაანგარიშებაში ბუღალტრები არ ითვლიან ალტერნატიულ ხარჯს, ეკონომისტები კი ითვალისწინებენ, რომ კომპანიის აქტივებს ალტერნატიული გამოყენებაც აქვს და თუ ალტერნატიული ხარჯი არ დაიფარება, მაშინ ამ რესურსებს სხვა რამეში გამოიყენებენ. 

კომპანიის მოგება შეიძლება შემდეგნაირად დავთვალოთ:

მოგება = მთლიანი შემოსავალი – მთლიანი ხარჯი

მაგალითად, თუ კომპანია საათებს აწარმოებს, მისი მთლიანი შემოსავალი იქნება გაყიდული პროდუქტის სარეალიზაციო ფასისა და გაყიდული საათების რაოდენობის ნამრავლი. მოგების მისაღებად კომპანიის შემოსავალი უნდა აღემატებოდეს საათების საწარმოებლად საჭირო რესურსების ალტერნატიულ დანახარჯს. კომპანია მაშინ შეძლებს მოგების მიღებას, თუ მომხმარებლებისთვის მისი ნაწარმოები საათის ღირებულება წარმოებისთვის საჭირო რესურსების ღირებულებას აღემატება.

მომხმარებლები არ შეიძენენ პროდუქტს, თუ არ თვლიან, რომ მისი ღირებულება უტოლდება ან აღემატება მისს ფასს. თუ მომხმარებელი მზადაა, რომ წარმოების ხარჯებზე მეტი გადაიხადოს, მაშინ მომგებიანია მწარმოებლის გადაწყვეტილება, რესურსები ამგვარად გამოეყენებინა და არა ალტერნატიულად. მოგება არის ჯილდო რესურსების უფრო ღირებულ პროდუქტად გარდაქმნისთვის. 

თუმცა ყველაფერს ვერ გათვლი. ზოგჯერ კომპანიები ვერ ახერხებენ მათი პროდუქტები ისეთ ფასად გაყიდონ, რომ წარმოების ხარჯები დაიფაროს. ზარალი მაშინ დგება, როცა გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი  წარმოებაში გამოყენებული რესურსების ალტერნატიულ ხარჯზე ნაკლებია. ზარალი ნიშნავს, რომ კონკრეტული რესურსებს სხვა პროდუქტების წარმოებაში უკეთესად გამოიყენებდნენ.

დავუშვათ, ბულგარეთში პერანგის მწარმოებელს 1000 პერანგის წარმოებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების, მუშახელის, ნაჭრისა და სხვა მასალებისთვის თვეში 20000 ლევი ეხარჯებოდა. თუ თითო პერანგს 22 ლევად გაყიდდა, 1000 პერანგის რეალიზაციიდან შემოსავალს 22000 ლევს მიიღებდა, მოგება კი 2000 ლევი იქნებოდა. პერანგის მწარმოებელმა სიმდიდრე თავისთვის და მომხმარებლისთვის შექმნა – მომხმარებლები პერანგებს იმაზე მეტად აფასებდნენ, ვიდრე წარმოებისთვის საჭირო რესურსებს, კომპანიამ კი ამისთვის მოგება მიიღო.

მეორე მხრივ, თუ პერანგებზე მოთხოვნა შემცირდებოდა და თითოეული პერანგი 17 ლევად გაიყიდებოდა, მაშინ კომპანიის ზარალი 3000 ლევი იქნებოდა. პერანგები მომხმარებლებისთვის ნაკლებად ღირებულია, ვიდრე სხვა პროდუქტები, რომელთა დამზადებაც ამგვარი რესურსებისგან შეიძლება.

საბაზრო ეკონომიკაში ზარალის შედეგი საქმიანობის არაეფექტურობის შეწყვეტა და რესურსების სხვა პროდუქტების წარმოებისკენ გადანაცვლებაა. მართალია, წარუმატებლობა ხშირად მტკივნეულია კომპანიისთვის, ინვესტორებისა და თანამშრომლებისთვის, თუმცა თავისუფლდება რესურსი, რომლის გამოყენებითაც სიმდიდრის შექმნა შეიძლება.

ჩვენ ცვალებადი გემოვნებების და ტექნოლოგიების, არასრულყოფილი ცოდნის და გაურკვევლობებით სავსე სამყაროში ვცხოვრობთ. ბიზნესის მფოლებები ვერ იქნებიან დარწმუნებული, თუ როგორი იქნება მომავალში ფასები ან ხარჯები. მათი გადაწყვეტილებები მოლოდინებს ეფუძნება. წარმატებას ის მეწარმეები მიაღწევენ, რომლებიც სწორად განსაზღვრავენ და ეფექტურად აწარმოებენ მომხმარებლისთვის ღირებულ პროდუქტსა თუ მომსახურებას. 

მაგალითად, 1985 წელს სტივ ჯობსმა დააფუძნა კომპანია neXT, რომელსაც კომპიუტერების ახალი თაობა უნდა ეწარმოებინა. კომაპნია ძლივს ირჩენდა თავს, თუმცა ჯობსმა გამოცდილება დააგროვა, რომელიც შემდეგ Apple-ში გამოიყენა და 1997 წელს ინოვაციური პროდუქტები iPhone და iPad შექმნა. 

მოგება ინვესტიციებს წარმატებული პროექტებისკენ მიმართავს, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკურ პროგრესს, ხოლო ზარალს რესურსები არაეფექტური პროექტებისკენ მიჰყავთ.

What do you think?

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

0

იაპონიის ეკონომიკა

შემოსავალი წარმოიქმნება სხვებისთვის სარგებლის მოტანით