in

ოლიმპიადის ეკონომიკა

ოლიმპიური თამაშები, რომელიც წესით 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, ახლახანს დასრულდა. თუ აქტიურად არ უყურებდი, ოლიმპიადის შესახებ ის მაინც გეცოდინება, რომ ქართველმა სპორტსმენებმა რამდენიმე საპრიზო ადგილი დაიკავეს. სპორტულ სამყაროში ოლიმპიური მედლის მოგება საკმაოდ პრესტიჟულია და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა დიდი ყურადღების ცენტრში იყო, თანაც გულშემატკივარი მას 1 წელი ელოდებოდა.

ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა საკმაოდ პრესტიჟულია. ქვეყნები და ქალაქები მილიონობით დოლარს ჩამოდიან ამ შანსისთვის. ისინი მიიჩნევენ, რომ ოლიმპიადის შედეგად ტურიზმი და უცხოური ინვესტიციები იმდენად დიდი იქნება, რომ ეკონომიკას საბოლოო ჯამში მოგებას მოუტანს.

თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ ოლიმპიადის ჩატარება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ის ნაკლებ მომგებიანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს – ოლიმპიადის მასპინძელ ბევრ ქალაქს ვალი ედება. განსაკუთრებით წამგებიანია მასპინძლობაზე ფსონის ჩამოსვლა ისეთი ქალაქებისთვის, სადაც არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მასპინძლობაზე ფსონის დადება მილიონობით დოლარი ღირს. გარდა ამისა, ქალაქები 50-დან 100 მილიონ აშშ დოლარამდე ხარჯავენ კონსულტაციებში, ღონისძიებების დაგეგმვაში და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებში.

თავად ოლიმპიადის მასპინძლობა კიდევ უფრო ძვირია, ვიდრე ფსონის გაკეთება. 2008 წელს ბეიჯინგმა ოლიმპიური თამაშების ჩატარებისთვის დაახლოებით 40 მლრდ $ დახარჯა. მას შემდეგ, რაც ქალაქის ფსონი წარმატებული აღმოჩნდება და ოლიმპიადის მასპინძლად აირჩევენ, ქალაქში მთელი რიგი განახლებები იწყება – აგებენ გზებს, რკინიგზებს, აუმჯობესებენ აეროპორტებს.

ოლიმპიადის მასპინძელმა ქალაქმა უნდა შეძლოს მრავალი ადამიანის დატევა – სპორტსმენებისა და გულშემატკივრების. ეწყობა სპეციალური ოლიმპიური სოფლები ათლეტებისთვის. გარდა ამისა, სტუმრებისთვის მინიმუმ 40 000 სასტუმრო ადგილი უნდა იყოს გათვალისწინებული. ღონისძიებებისთვის საჭიროა სპეციალური მოწყობილობები. ჯამში ინფრასტრუქტურის ხარჯები 5 მილიარდიდან 50 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

ხარჯი ბევრია, მაგრამ რა არის სარგებელი ოლიმპიური თამაშებიდან? ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში იქმნება დროებითი სამუშაო ადგილები, ინფრქასტრუქტურის გაუმჯობესება კი ქალაქისთვის ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც სასარგებლოა. მასპინძელ ქალაქს ოლიმპიადის დაწყებამდე 6 თვით ადრე და დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში ათასობით სპონსორი, მედიის წარმომადგენელი, სპორტსმენი და მაყურებელი სტუმრობს, რაც ეკონომიკისთვის დამატებითი შემოსავალია.

თუმცა ეს სარგებელი ყოველთვის არაა იმდენად მიმზიდველი, როგორც ჩანს. მაგალითად, 2002 წლის ოლიმპიადისას, რომელიც სოლტ ლეიკ სიტიში ჩატარდა, დაანონსებული სამუშაო ადგილების მხოლოდ 10% შეიქმნა. ამ სამუშაო ადგილებსაც ხშირად უკვე დასაქმებულები იკავებდნენ, შესაბამისად, უმუშევრებისთვის არ გაჩენილა ახალი პერსპექტივები.

გარდა ამისა, სამშენებლო კომპანიებიდან, სასტუმროებიდან და რესტორნებიდან მიღებული მოგება ძირითადად უცხოური კომპანიებისაა და მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკას დიდად არაფერს სძენს.

თამაშებიდან მიღებული შემოსავალი ხარჯების მხოლოდ ნაწილს ფარავს. მაგალითად, 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადის შედეგად ბეიჯინგის შემოსავალი 3.6 მლრდ $ იყო, ხოლო ხარჯი 40 მლრდ $.

თუ ტოკიოს მაგალითს განვიხილავთ, მას მასპინძლობაზე ფსონის დადება 12 მლრდ $ დაუჯდა. პანდემიის გამო ოლიმპიადის 2021 წელს გადადებამ ხარჯები 2.8 მლრდ $-ით გაზარდა, მთლიანმა ხარჯმა კი 26 მლრდ $-ს მიაღწია. პანდემიით გამოწვეული სიტუაციის პირობებში, მაყურებლის შეზღუდვის გამო ტურიზმმა ტოკიოს ეკონომიკას დიდი მოგება ვერ მოუტანა.

საბოლოო ჯამში, თუ ქალაქში არ არსებობს ოლიმპიური თამაშებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ოლიმპიადის ჩატარება უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე მოგების მოტანა შეუძლია. ამიტომ, მიუხედავად პრესტიჟულობისა, ოლიმპიადის მასპინძლობა ყოველთვის არ არის გონივრული იდეა.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

რამდენად კარგად იცნობ საუდის არაბეთის ეკონომიკას?

რატომ ჯობია ბარათი ნაღდ ფულს?