in ,

ფეხბურთის ეკონომიკა

ფეხბურთი აღარ არის მხოლოდ გასართობი სპორტი, მას დიდი ეკონომიკური ღირებულება აქვს. საფეხბურთო კლუბები თანამედროვეობაში ფუნქციონირებენ, როგორც ბიზნესი. მათი უმეტესობა დღეისთვის კერძო საკუთრებაა და მფლობელის ინტერესების მიხედვით იმართება.

კლუბებს შემოსავლის შემდეგი წყაროები აქვთ:

  1. საპრიზო თანხები;
  2. სპონსორები;
  3. ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებული თანხა;
  4. ბილეთებიდან;
  5. “მერჩენდაიზიდან”.

კლუბის ზომის მიხედვით განისაზღვრება რომელი უფრო პრიორიტეტულია. მაგალითად, პატარა გუნდები, რომლებიც საპრიზო თანხებს ვერ იღებენ, ვერ პოულობენ დიდ სპონსორებსაც და მათი სტადიონებიც უფრო პატარაა, ნაკლები ბილეთი იყიდება და ცოტა ფანის ყოლის გამო ნაკლები შემოსავალი აქვთ “მერჩანდაიზიდანაც”.

პატარა გუნდებს უწევთ, ფული წარმატებული ფეხბურთელების გაყიდვით იშოვონ. ზოგიერთი გუნდი ასე საკმაოდ დიდ მასშტაბებსაც აღწევს.

არსებობენ მყიდველი და გამყიდველი გუნდები. დიდი კლუბები, რომლებიც სხვა წყაროებიდან ბევრ ფულს შოულობენ მყიდველები არიან. ისინი პატარა, გაჭირვებული და გამყიდველი გუნდებისგან ფეხბურთელებს ყიდულობენ და ხშირად ბევრს ხარჯავენ. თუმცა დიდ გუნდებს შეუძლიათ დახარჯული ფული სპონსორებისგან “აინაზღაურონ”. მაგალითად, ამ ფეხბურთელების მაისურების გაყიდვით და მათი რეკლამებში გადაღებით. გარდა ამისა, რაც უფრო კარგი და ძლიერია ფეხბურთელი, გუნდს მეტი შანსი აქვს, რომ ჩემპიონეტებში მაღალი საპრიზო ადგილი დაიკავოს. ძლიერ ფეხბურთელს მეტი შემოსავლის მოტანა შეუძლია გუნდისთვის.

დიდ გუნდებს ხშირად დიდი ვალიც აქვთ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი მომგებიანი არაა. თუ კლუბს იმდენი შემოსავალი აქვს, რომ ყველა საჭირო გადასახადი, მათ შორის სესხის წილიც, დაფაროს, ეს მის მოგებას პრობლემას არ უქმნის.

ფეხბურთის სამყაროში ზოგიერთი გადაწყვეტილება მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარეობს. მაგალითად, ზოგჯერ საფეხბურთო კლუბები სხვადასხვა ეროვნების მოთამაშეს ყიდულობენ. ეს მარკეტინგული სვლა შეიძლება იყოს – ფეხბურთელის მშობლიურ ქვეყანაში იზრდება კლუბის ცნობადობა, შესაბამისად, მეტი მაისურის და “მერჩანდაიზის” გაყიდვა შეუძლიათ. მეორე მხრივ, ზოგიერთი ქვეყანა ასპონსორებს საფეხბურთო კლუბებს ტურისტების მოსაზიდად. მაგალითად, რუანდას პრეზიდენტმა არსენალის დასასპონსორებლად 30 მლნ ევრო გაიღო. ამ სტრატეგიას ძირითადად მცირე ეკონომიკიანი ქვეყნები მიმართავენ.

ასევე არსებობს საფეხბურთო აკადემიები, რომლებსაც დიდი კლუბები სხვადასხვა ქვეყანაში ხსნიან, ტარდება სადემონსტრაციო ტურნირებიც ამერიკასა და აზიაში, სადაც კლუბები სეზონის დაწყებამდე ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოსაჩენად მიდიან.

ფეხბურთში ვხვდებით კიდევ ერთ ეკონომიკურ მოვლენას – ვაჭრობას. კლუბები ყიდიან და ყიდულობენ ფეხბურთელებს.

ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი მრავალი ფაქტორით განისაზღვრება. მათ შორისაა:

  1. რამდენად უნდა თავად ფეხბურთელს წასვლა. თუ იგი კმაყოფილია თავის გუნდში, მის გადაბირებას დიდი თანხა სჭირდება, როგორც ხელფასის სახეთ, ასევე კლუბისთვის გადასახდელად.
  2. რამდენ წლიანი კონტრაქტი აქვს ფეხბურთელს. თუ მას 5 წლიანი კონტრაქტი აქვს კლუბთან, მისი ფასი მაღალია, რადგან მის ამჟამინდელ გუნდს შეუძლია ის კიდევ 5 წლით დაიტოვო. მაგრამ თუ ფეხბურთელს კონტრაქტი 1 წელში ეწურება, მისი სატრანსფერო ფასი იკლებს. კლუბს ეშინია, რომ თუ კონტრაქტი დამთავრდება, ფეხბურთელს უფასოდ შეეძლება წასვლა, ამიტომაც ამჯობინებენ, რომ დაბალ ფასში გაყიდონ.
  3. რამდენად საჭიროა ფეხბურთელი მისი ამჟამინდელი კლუბისთვის.
  4. რამდენი წლისაა და რამდენი წელი შეუძლია კიდევ თამაში მაღალ დონეზე.
  5. როგორი გარიგებები აქვს ფეხბურთელს სპონსორებთან. ხშირად ფეხბურთელებს თავიანთი სპონსორები ჰყავთ. თუ ფეხბურთელი “ადიდასთან” თანამშრომლობს და მისი გადაბირება ისეთ კლუბს უნდა, რომლის სპონსორიც “ნაიკია”, ტრანსფერი უფრო რთულია და ძვირი იქნება, რადგან თუ ტრანსფერი შედგება, რომელიმე კონტრაქტი უნდა გაწყდეს.

What do you think?

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ბანკის ისტორია

საუდის არაბეთის ეკონომიკა