in

პროდუქტებზე ფასების ზრდა

მარტში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჩამოთვლილია იმ პროდუქტებისა და სერვისების სია, რომელიც წინა წელსა და თვესთან შედარებით გაძვირებულია: სურსათი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ.

ზოგადად, თვეების მიხედვით გარემოებები და შესაბამისად ფასები იცვლება. მაგალითად, კილო ალუჩა თუ აპრილში 100 ლარი ღირს, სეზონზე ეს ფასი 5-6 ლარამდე ჩამოდის. ცვლადია ელექტროენერგიის, დასვენების და სხვა ფასებიც. ამიტომ, უფრო რეალისტური შედეგებისთვის, რომელიმე თვის ფასებს ადარებენ წინა წელს იგივე თვის ფასებს. ანუ, წესით, ზეთის ფასი 2021 წლის მარტში, უნდა შევადაროთ 2020 წლის მარტის ფასს. თუმცა, COVID-19-ის გამო, 2020 წლის მონაცემებთან შედარებამ შესაძლოა ნაკლებრელევანტური ინფორმაცია მოგვცეს. ამიტომ ვნახოთ ფასების შედარება როგორც წინა წელთან, ასევე წინა თვესთან.

წინა წელთან შედარებით გაიზარდა :

  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 5.7%-ით
  • წყალი, ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი 7.6%-ით
  • ჯანმრთელობის დაცვა 13.6%-ით
  • ტრანსპორტი 5.8%-ით
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.7%-ით
  • ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 8.9%-ით

წინა თვესთან შედარებით გაიზარდა:

  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 1.5%-ით
  • წყალი, ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი 7.6%-ით
  • ჯანმრთელობის დაცვა 3.6%-ით
  • ტრანსპორტი 2.6%-ით
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 2.6%-ით
  • ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 0.9%-ით

წინა წელთან შედარებით სრული ინფლაციის დონეა 7.2%

თუ გაინტერესებს მეტი ინფლაციის შესახებ, ნახე ვიდეო:

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიღარიბის დონის ცვლილება მსოფლიოში

რამდენად აქტიური მოქალაქე ხარ?