in

პროგრესის მრავალი წყარო არსებობს

სტატია მოიცავს “საღი აზრის ეკონომიკის” 1.10. პარაგრაფს – სრული წიგნის ლინკი: https://bit.ly/3FaSKsE

(წიგნი ნათარგმნია GELI-სა და EFI-ის თანამშრომლობით)

ეკონომიკურ ზრდას ადამიანურ კაპიტალში და საწარმოო აქტივებში ინვესტიცია, ტექნოლოგიების განვითარება და ეკონომიკური ორგანიზაციის გაუმჯობესება ეხმარება.

  1. ადამიანურ კაპიტალში ინვესტიცია გულისხმობს დასაქმებულთა განათლებას, გადამზადებას, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შეძენას. ფიზიკური კაპიტალია ინსტრუმენტები, მანქანა-დანადგარები, შენობები. დასაქმებულებს უფრო პროდუქტიულად მუშაობა და მეტის წარმოება შეუძლიათ შესაბამისი ფიზიკური კაპიტალის დახმარებით.

მაგალითად, მზარეულს უფრო სწრაფად შეუძლია მუშაობა, რადგან ბოსტნეულის დაჭრაში, პროდუქტების ათქვეფასა და სხვადსხვა პატარა საქმეში ტექნიკა ეხმარება.

  1. ტექნოლოგიების განვითარებას ახალი პროდუქტებისა და წარმოების ნაკლებ ხარჯიანი მეთოდების გამოგონება მოჰყვება, ეს კი ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესს. თუ ადრე ენერგიის ძირითად წყაროდ ადამიანისა და პირუტყვის ძალას იყენებდნენ, დღეს სხვადასხვა ტიპის ძრავები, ელექტრო და ბირთვულიენერგია გვაქვს. ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვად შეცვალა ჩვენი ცხოვრების სტილიც.
  1. ეკონომიკური ორგანიზება ადამიანის საქმიანობის დაგეგმვის მეთოდები და ის წესებია, რომელთა საფუძველზეც მოქმედებენ.

ქვეყნის სამართლებრივი სისტემა დიდწილად განსაზღვრავს მოქალაქეების მიერ ვაჭრობის, ინვესტირების და ეკონომიკური თანამშრომლობის დონეს. თუ კანონმდებლობა მოქალქეთა ინტერესებს და საკუთრებას იცავს, ეხმარება ეკონომიკურ პროგრესს. 

ინვესტიციები და ტექნოლოგიების გაუმჯობესება თავისთავად არ ხდება და დამოკიდებულია ადამიანებზე, მეწარმეებზე, სისტემაზე – რისკებზე წასვლით და საკუთარი იდეების გამოცდით შეგვიძლია გავიგოთ, რა არის უფრო მომგებიანი და პროდუქტიული.

ეკონომიკური პროგრესისთვის მნიშვნელოვანია ღია ბაზარი, რომელიც ადამიანს საშუალებას მისცემს საკუთარი ინოვაციური იდეები გამოცადოს. ასეთმა იდეებმა კონკურენციასაც უნდა გაუძლონ. თუ მომხმარებლები არ შეაფასებენ ინოვაციურ პროდუქტს ან მომსახურებას ისეთ ფასად, რომელიც დაფარავს ყველა ხარჯს, ის ბაზარზე ვერ გადარჩება. სახელმწიფოს ამოცანაა უზრუნველყოს, რომ ახალ და უკეთეს პროდუქტებს კონკურენციის უნარი ჰქონდეთ, და თავად არ გადაწყვიტოს, რომელ პროდუქტს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ღირებულება შემოსავალს და სიმდიდრეს ქმნის

„უხილავი ხელი“ სარგებლიანობა