in ,

რა განსხვავებაა სადებეტო და საკრედიტო ბარათებს შორის?

დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება თანხის ბარათით გადახდა. ადამიანების დიდ ნაწილს უკვე საერთოდ აღარ აქვს “ქეში” – ფულის კუპიურები და ყველაფერს ბარათით ყიდულობს.

არსებობს 2 ტიპის სადებეტო და საკრედიტო ბარათები. რა განსხვავებაა მათ შორის? მოკლედ რომ ვთქვათ, სადებეტო ბარათზე – შენი კუთვნილი ფულია დარიცხული, საკრედიტოზე კი – სესხი.

სადებეტო ბარათზე შენი ხელფასი ან სხვა ტიპის შემოსავლებია. სადებეტო ბარათით შეგიძლია ნებისმიერი საბანკო ოპერაცია შეასრულო: გადაურიცხო ვინმეს ფული, გადაიხადო პროდუქტის საფასური, გაანაღდო და ა.შ.

საქართველოში ძირითადად გამოიყენება Visa და Mastercard სადებეტო ბარათები, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური განსხვავებები არ არის.

სადებეტო ბარათისთვის შესაძლოა გადასახდელი გქონდეს ბარათის ყოველწლიური ღირებულება და საკომისიო გადასახადი. ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია ბარათის ტიპზე, მომხმარებლის სახელფასო პირობებზე და სხვა ფაქტორებზე.

რაც შეეხება საკრედიტო ბარათს, პლასტიკურია რომელზეც სამომხმარებლო სესხი გაქვს და შეგიძლია საბანკო კრედიტით შეიძინო პროდუქტები და სერვისები ან გაანაღდო თანხა. მაქსიმუმ რა რაოდენობის თანხა შეიძლება გქონდეს საკრედიტო ბარათზე, დამოკიდებულია შენი ხელფასის ოდენობასა და საკრედიტო ისტორიაზე.

საკრედიტო ბარათზე დარიცხული თანხა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სიხშირით შეგიძლია გამოიყენო. ამიტომ არ აქვს სესხის დაფარვის სტანდარტული გრაფიკი, თუმცა აქვს საშეღავათო პერიოდი (საქართველოში საშუალოდ 55 დღე). თუ საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გადაიხდი თანხას, პროცენტი არ დაგერიცხება. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ კი გადასახდელია თანხის წილი და ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი.

თუ საკრედიტო ბარათით ბანკომატიდან გაანაღდებთ თანხას, დიდი საკომისიო დაგერიცხებათ, ამიტომ უმჯობესია თუ ყველგან ტერმინალით გადაიხდით.

უფრო დეტალურად, რა ტიპისა და პირობების ბარათები არსებობს შეგიძლიათ თქვენს ბანკებში დააზუსტოთ და აირჩიოთ სასურველი ალტერნატივა.

What do you think?

11 points
Upvote Downvote

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

საუდის არაბეთის ეკონომიკა

სოციალური საწარმო