in ,

რა მოხდება მთელმა დედამიწამ ფულის დაზოგვა რომ დაიწყოს?

ეკონომიკის დიდ ნაწილს მომხმარებლის მიერ დახარჯული ფული შეადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხალხი სხვადასხვა საქონელს და მომსახურებას ყიდულობდეს.

ეკონომიკისთვის სტიმულია, როცა ხალხი ფულს ხარჯავს. ჰოდა, რა მოხდება მთელმა დედამიწამ ფულის დაზოგვა რომ დაიწყოს.

გასათვალისწინებელია, როგორ გამოიყენებს ხალხი დაზოგილ ფულს.

თუ ლეიბის ქვეშ შეინახავენ და არ გამოიყენებენ, მოხმარება შემცირებდება.

ნაკლები მოხმარება კი ნაკლებ გაყიდვებს ნიშნავს. გაყიდვების შემცირებასთან ერთად კომპანიებს მოგება შეუმცირდებათ. ამ ყველაფერს შედეგად ნაკლები წარმოება, შემცირებული სამუშაო ადგილები, ბიზნესების დახურვა და ბაზრის შემცირება მოჰყვება. ეკონომიკას მცირე მოთხოვნასთან ადაპტაცია მოუწევს – ლეიბის ქვეშ შენახული ფული კარგავს ღირებულებას, რის გამოც ფასების გაზრდაც მოსალოდნელია.

თუ დაზოგილ ფულს ხალხი ბანკში შეინახავს, ბანკებს მეტი რეზერვი გაუჩნდებათ. ამ რეზერვების გამოსაყენებლად კი მეტი სესხის გაცემას დაიწყებენ. მეტი მომხმარებლის მოსაზიდად მოუწევთ საპროცენტო განაკვეთის დაწევა.

თუ ხალხი დაზოგილი ფულით ინვესტიციას გააკეთებს, მაგალითად ბიზნესში ჩადებს, ეკონომიკურ ექსპანსიას უნდა ველოდოთ. გაიზრდება ეკონომიკური საქმიანობები, საქონლისა და მომსახურების რაოდენობა.

ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხი ფულს ხარჯავდეს. თუ ყველა დაზოგვას დაიწყებს და ბრუნვაში ნაკლები ფული იქნება, ეკონომიკა რეცესიამდე მივა. ცალკეული პიროვნებისთვის ფულის დაზოგვა და დაგროვება მომგებიანია, ეკონომიკისთვის კი საზიანო.

What do you think?

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ილიას ფრაზებს გამოიცნობ?

საქართველოს დამოუკიდებლობა