in

რატომ იხსნებიან კონკურენტი კომპანიები გვერდიგვერდ?

კლიმენტი ბერულავას სტატია

დაკვირვებიხარ, რომ ზოგჯერ დიდხანს ეძებ მაღაზიას და ბოლოს სამს ერთდროულად პოულობ? რატომაა ბენზინგასამართი სადგურები, სალონები, ყავის ჯიხურები გვერდიგვერდ, იმის მაგივრად რომ დიდ ტერიტორიაზე გადანაწილდნენ? ასე ხომ ადამიანს ნაკლები მანძილის გავლა მოუწევდა სასურველი პროდუქტის საყიდლად?

ამ მოვლენას ნეშის წონასწორობის თეორია ხსნის.
წარმოიდგინე, რომ გადაწყვიტე ერთკილომენტრიან ქუჩაზე ყავის გაყიდვა დაიწყო. იმისთვის, რომ ყველასთვის თანაბრად კომფორტული იყოს შენთან მოსვლა და მაქსიმალური მოგება ნახო, ჯიხურს ზუსტად ცენტრში, ორივე ბოლოდან 500-500 მეტრის დაშორებით დადგამ.

როცა ქუჩაზე კონკურენტი, ამ შემთხვევაში ყავის ახალი გამყიდველი გამოჩნდება, ის თავის ჯიხურს ზუსტად შენ გვერდით გახსნის.

რატომ? წარმოიდგინე, რომ მან მაღაზია ქუჩის ბოლოდან 250 მეტრში გახსნა (ანუ მე-2 ბოლოდან 750 მეტრის დაშორებით). გამოვა რომ მასთან სიარული მხოლოდ თავის მხარეს მაცხოვრებლებისთვის იქნება კომფორტული, შუაში 250 მეტრს თქვენთან “გაიყოფს”, ხოლო დანარჩენ 500 მეტრს დაკარგავს. ეს კი მისთვის წამგებიანია.

ეს ნეშის წონასწორობაა, როცა ბიზნესი ადგილმდებარეობით ვეღარ აღწევს კონკურენტულ უპირატესობას. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ბიზნესებს უამრავი შესაძლებლობა აქვთ – ინოვაციურობით, პროდუქტის ხარისხით, მრავალფეროვნებითა და რეკლამით მოიზიდონ მეტი მყიდველი.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

იცნობ თუ არა კანადის ეკონომიკას?

შეგიძლია თუ არა დაუსხლტე ფიშერებს?