in

სიღარიბის დონის ცვლილება მსოფლიოში

კლიმენტი ბერულავას სტატია

რამდენიმე წლის წინ გაეროს სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის 25 წლისთავი აღინიშნა. თარიღი განზრახ ემთხვევა სამოქმედო ზარის 30 წლის იუბილეს, რომლის თანახმად, ფრანგმა სიღარიბის საწინააღმდეგო მებრძოლმა მამა ჯოზეფ ვრესინსკიმ, 100 000 პარიზელის წინაშე, სთხოვა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ” აღმოეფხვრათ უკიდურესი სიღარიბე”.

ამ დღის აღსანიშნავად, გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტერესმა შეაფასა მსოფლიოში არსებული სიღარიბის მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული იყო ისეთი საკითხებიც, როგორიცაა უმუშევრობა, უთანასწორობა და ის, რომ კონფლიქტი ზოგიერთ რეგიონში ისევ გრძელდება, გუტერეშმა სწორად აღნიშნა, რომ 1990 წლიდან მსოფლიოში მიღწეულია „შესანიშნავი პროგრესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“.

მართლაც, აუცილებელია იმის აღიარება, რომ პრობლემები კვლავაც რჩება, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ უკვე რამდენად შორს მივედით.

ბოლო 25 წლის განმავლობაში სიღარიბის აღმოფხვრის სიჩქარე მსოფლიოში ისტორიულად სწრაფია. სიღარიბეში მყოფი ადამიანების წილი არა მხოლოდ რეკორდულად დაბალია (წინა წლებთან შედარებით), არამედ, მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის მოსახლეობა 2 მილიარდით იზრდება, უკიდურეს სიღარიბეში მყოფთა რიცხვი შემცირდა.

როგორც იოჰან ნორბერგი თავის წიგნში „პროგრესი“ წერს, „თუ თქვენ უნდა აირჩიოთ საზოგადოება, რომელშიც უნდა ცხოვრობდეთ, ისე, რომ არ იცოდეთ როგორი იქნებოდა თქვენი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, თქვენ ალბათ აირჩევდით საზოგადოებას ყველაზე დაბალი პროპორციით (და არა ყველაზე დაბალი რაოდენობით) ღარიბი ადამიანებით, რადგან ეს საშუალო მოქალაქის ცხოვრების საუკეთესო განსაზღვრაა. ” 1820 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 94 პროცენტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა (დღეში 1,90 დოლარზე ნაკლები შემოსავლით). 1990 წელს ეს მაჩვენებელი 34.8 პროცენტი იყო, ხოლო 2015 წელს კი მხოლოდ 9.6 პროცენტი.

ბოლო 25 წელში 1,25 მილიარდზე მეტი ადამიანმა გააღწია უკიდურეს სიღარიბეს თავი – ეს დაახლოებით უდრის 138,000 კაცს ყოველდღე. თუ ამ სტატიის წაკითხვას ხუთი წუთი დაგჭირდება, დასრულების შემდეგ კიდევ 480 ადამიანი გადაურჩება სიღარიბის უკიდურეს ბორკილებს. პროგრესი საოცარია. 1820 წელს მხოლოდ 60 მილიონი ადამიანი არ ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში. 2015 წელს კი 6.6 მილიარდი 

ახლა მოდით განვიხილოთ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ექსტრემალურ სიღარიბეში ცხოვრობენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარის მაქს როზერის ვებსაიტმა, „ჩვენი სამყარო მონაცემებში“, გამოიყენა მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზები იმის გასაგებად, რომ 2013 წელს 746 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში. ამ ადამიანებიდან 380 მილიონზე მეტი ცხოვრობდა აფრიკაში, ყველაზე მეტი ნიგერიაში (86 მილიონი). ამავდროულად, 327 მილიონი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა აზიაში, აქედან ინდოეთში კი ყველაზე დიდი წილი (218 მილიონი). ჩინეთში 25 მილიონი. დანარჩენი 35 მილიონი ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკაში (19 მილიონი), ჩრდილოეთ ამერიკაში (13 მილიონი), ოკეანეთში (2,5 მილიონი) და ევროპაში (0,7 მილიონი).

სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმათგან, ვინც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, 40 პროცენტზე მეტი მხოლოდ ორ ქვეყანაში იყვნენ: ინდოეთში და ნიგერიაში.

1991 წელს ეკონომიკის ლიბერალიზაციის შემდეგ, ინდოეთის საშუალო შემოსავალი გაიზარდა 7,5 პროცენტით წელიწადში. ეს ნიშნავს, რომ ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საშუალო შემოსავალი სამჯერ გაიზარდა. დოვლათის ზრდასთან ერთად, ინდოეთში სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის 24 პროცენტით შემცირდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დალიტებისთვის – (ინდური საზოგადოების ყველაზე ღარიბი და ყველაზე დაბალი კასტა)  ამ პერიოდში სიღარიბე კიდევ უფრო სწრაფად შემცირდა, 31 პროცენტით. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ქვეყანებში სადაც ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, სწორედ სოციალური ფენის ფსკერზე მყოფი ადამიანები მდიდრდებიან უფრო სწრაფი ტემპით.

მსგავსი რამ ხდება ნიგერიაშიც. 2000-იანი წლების შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 800 პროცენტით გაიზარდა, 270 აშშ დოლარიდან 2450 დოლარამდე. კიდევ ბევრია ამ მხრივ გასაკეთებელი, მაგრამ დიდი პროგრესი გვიჩვენებს, რომ ყველაზე ღარიბ ქვეყნებშიც კი ეკონომიკური ზრდის სიჩქარე, დამაიმედებელია.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯინის ინდექსი

პროდუქტებზე ფასების ზრდა