in

სტიმულების ძალა

საქართველოში, სანამ ჯარიმების გამოწერა არ დაიწყეს, იშვიათად შევხვდებოდით მძღოლს ან მგზავრს, რომელსაც ღვედი ეკეთა. თუმცა, ჯარიმებმა ზოგი ადამიანის ფანტაზიაც გაძლიერა და მაისურების გაყიდვა დაიწყეს, რომელზეც ღვედი ახატია. 

სტიმულები იქნება ეს უარყოფითი – ჯარიმის შიში, თუ პოზიტიური – ჯილდოს მიღების მოლოდინი, რაღაც ქმედებისკენ ან გადაწყვეტილებისკენ გვიბიძგებს და ისინი ჩვენს ყოველდღიურობას ქმნიან. Სულერთია ვინ ხარ, რამდენი წლის და რა ინტერესების – შენზე უამრავი სტიმული მოქმედებს. Ჩვენ გარშემო მიმდინარე უამრავ ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ ან კულტურულ ცვლილებას აქვს გავლენა სტიმულებზე. 

Მაგალითად, საწვავის გაძვირებამ ჩემი მეგობარი სალომე აიძულა, რომ თავისი ავტომობილი გაეჩერებინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაეწყო მგზავრობა. Მშობლები ცდილობენ ოთახიდან გამოსვლისას შუქი ჩააქრონ, ბავშვებს კი ეს სულ არ ადარდებთ. Რატომ? Იმიტომ რომ ისინი არ იხდიან ფულს, ელექტროენერგიის ქვითარი მათ რომ მისდიოდეთ და საყვარელი ყულაბის დაცარიელება უწევდეთ, სულ სხვანაირად მოიქცეოდნენ. Ან რამდენი ადამიანი იტოვებს ბოლო კურსზე საგანს ან აბარებს მაგისტრატურაზე მხოლოდ იმიტომ რომ ჯარისგან აარიდოს თავი? Ეს ყველაფერი სტიმულებია. 

Ტრადიციები და დღესასწაულებიც უამრავ სტიმულს ქმნიან ეკონომიკაში. მარხვის პერიოდში მაღაზიებს მოთხოვნის გამო უჩნდებათ სტიმული გაყიდონ “სამარხვო შოკოლადი” და “სამარხვო ნამცხვარი”. Ზოგიერთი ტრადიცია კი სტიმულს გვაძლევს არ ჩავანაცვლოთ ძველი მეთოდი ახლით; მაგალითად კვერცხის შეღებვის უფრო მარტივი მეთოდების გაჩენის მიუხედავად, ტრადიციები კვლავ აჩენს ენდროს ყიდვის მოტივაციას. 

Შეიძლება ითქვას, რომ სტიმულები ერთ-ერთი რამაა, რაც ეკონომიკას მართავს. Მაგალითად, როდესაც ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთს ზრდის, ამით ცდილობს ადამიანებს შეუქმნას სტიმული, რომლითაც ფულის მასის მართვას შეძლებს. 

Სტიმულები ზოგჯერ უცნაურ და არაპროგნოზირებად გავლენას ახდენს ჩვენს ქმედებებზე. 2006 წელს რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა, რათა მეღვინეებისთვის პრობლემები შეექმნა. Მართლაც, ამან ექსპორტი 2006 წელს გაანახევრა, 2007 წელს კი სამჯერ შეამცირა 2005 წელთან შედარებით. Ქართველი მეღვინეები შეჩვეული, საშუალოზე დაბალი ხარისხის მოყვარული, ღვინის ბაზრის გარეშე დარჩნენ. Ღვინის წარმოების შემცირებამ ყურძნის სიჭარბე გამოიწვია.

Ახალი ბაზრების ათვისების საჭიროებამ, ახალი სტიმული შექმნა – გაეზარდათ ღვინის ხარისხი. Ბევრმა მცირე მეღვინემ შეწყვიტა ყურძნის დიდ ქარხნებში ჩაბარება და თავად დაიწყო ღვინის წარმოება. Ხარისხის საჭიროებამ მათ მისცა სტიმული ახალი უნიკალური ღვინო ეწარმოებინათ, რომელიც ნებისმიერ ბაზარზე გაიყიდებოდა. Ასე რომ ამ სტიმულმა ახალი შესაძლებლობები გააჩინა. 

Თუმცა ბევრია პროგნოზირებადი სტიმულიც, მაგალითად ჩემი მეგობარი ბაქარი, რომელსაც სირბილი ყოველთვის ეზარებოდა, ახლა ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრს დარბის. Რატომ? Იმიტომ რომ კრიპტობოტასში $1700 გადაიხადა, რამაც სრულად პროგნოზირებადად გამოიწვია მისი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმა – შეიძლება არც-ისე კარგის მისი კეთილდღეობისთვის. 

ზოგიერთი სტიმული თავისით იქმნება, მაგალითად სიცხე ნაყინის ყიდვის მოტივაციას გვმატებს, ზოგიერთ სტიმულს კი ადამიანები ვაჩენთ, მაგალითად თუ ქვეყანა ბიზნესის დაწყებას ამარტივებს, ის პოტენციურ ინვესტორებს უჩენს სტიმულს ჩადონ ფული ქვეყანაში, ან როცა კომპანია იწყებს ფასდაკლებას, ის მოტივაციას უჩენს მომხმარებლებს შეიძინონ პროდუქცია მასთან და არა კონკურენტთან. ეკონომიკური პროცესების მთავარი მოთამაშეები ადამიანები არიან, შესაბამისად სტიმულებიც ძალიან მნიშვნელოვანია. 

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაუთვალისწინებელი შედეგები პრობლემებს წარმოქმნიან

გამოიცნობ ეკონომისტს გამონათქვამის მიხედვით?