in

საბერძნეთის ეკონომიკა

საბერძნეთს 6000 კუნძული აქვს, რაც უფრო მეტია ვიდრე საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე.  Საბერძნეთის ფართობი დაახლოებით 132 ათასი კვ. კმ-ია, მოსახლეობა კი 10 მილიონს აღემატება. საბერძნეთის ნომინალური მშპ 214 მლრდ დოლარია, რომლითაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-16 ადგილს იკავებს. მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი 20 000 დოლარს აღემატება – ეს კი ევროკავშირის საერთო მაჩვენებელზე დაბალია.

საბერძნეთს შერეული ეკონომიკა აქვს – აქ გვხვდება ელემენტები როგორც საბაზრო, ასევე დაგეგმილი ეკონომიკიდან. ეკონომიკის უდიდესი ნაწილი – 77% მომსახურების სფეროს უჭირავს. ტურიზმს საბერძნეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – ხმელთაშუაზღვისპირეთის კლიმატი და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ქვეყანას განსაკუთრებით მომხიბვლელს ხდის. მომსახურების სფეროში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსები, ტელეკომუნიკაცია და ტრანსპორტი.

საბერძნეთს შედარებით მცირე საწარმოო სექტორი აქვს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 18%-ს შეადგენს და ქსოვილების, საკვებისა და ქიმიური ნივთიერებების ირგვლივ კონცენტრირდება. ქვეყანა ხორბლის, სიმინდის, ბამბის, თამბაქოსა და ზეთისხილის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია. 

საბერძნეთი ევროკავშირისა და ევროზონის წევრია, რაც ქვეყანას ეკონომიკურ სტაბილურობასა და ზრდაში დაეხმარა. უკანასკნელ წლებში საბერძნეთი ეკონომიკური სირთულეების წინაშე იდგა – 2007 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა საბერძნეთზეც იმოქმედა, ქვეყნის ვალებმა მშპ-ს 170% შეადგინა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი რეკორდული მაჩვენებელია. ვალების ასეთი მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ბიუჯეტის დეფიციტი და ნელი ეკონომიკური ზრდა იყო. 

საბერძნეთმა ევროკავშირისა და საერთაშორისო მონეტარული ფონდისგან შეღავათები მიიღო, რათა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გამოესწორებინათ. 2013 წელს საბერძნეთში უმუშევრობის მაჩვენებელმა რეკორდულ მინიმუმს 28%-ს მიაღწია. ამჟამად, ქვეყანაში უმუშევრობის დონე კვლავ მაღალია და 11.4%-ს შეადგენს.

ქვეყანა ცდილობს ეკონომიკური პრობლემების დაძლევას, მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკას ატარებს ფინანსების მოსაწესრიგებლად. თუმცა ქვეყანა კვლავ დგას ეკონომიკური პრობლემების წინაშე, რომელთა გადაჭრისთვის გონივრული რეფორმებია საჭირო.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეკონომიკური ტერმინების ტესტი

ლუქსემბურგის ეკონომიკა