in

სამართლებრივი სისტემა

სტატია მოიცავს “საღი აზრის ეკონომიკის” 2.1. პარაგრაფს – სრული წიგნის ლინკი: https://bit.ly/3FaSKsE

(წიგნი ნათარგმნია GELI-სა და EFI-ის თანამშრომლობით)

ეკონომიკური პროგრესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა სამართლებრივი სისტემა. ის უზრუნველყოფს საკუთრების უფლების დაცვასა და ხელშეკრულებების შესრულებას. სამართლებრივი სისტემა ეხმარება ვაჭრობის პროცესს, ამცირებს ვაჭრობის თანმხლებ გაურკვევლობას ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების დახმარებით.

კარგად განსაზღვრულ საკუთრების უფლებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ვაჭრობისთვის. საკუთრება შეიძლება იყოს შრომითი მომსახურების, ფიზიკური აქტივებისა და შენობების ან მიწის ფლობა. კერძო საკუთრებას სამი თვისება აქვს:

  1. ექსკლუზიური სარგებლობის უფლება;
  2. სამართლებრივი დაცვა დამრღვევებისგან;
  3. სხვისთვის გადაცემის (გაყიდვის ან ჩუქების) უფლება.

კერძო მესაკუთრე თავად წყვეტს, როგორ გამოიყენებს საკუთრებას. თუმცა კერძო საკუთრების უფლებები გულისხმობს, რომ ის უფლებები, რომლებიც შენ საკუთრებას იცავს, ასევე იცავს სხვისასაც.

კერძო საკუთრება აჩენს სტიმულებს. არსებობს 4 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უწყობს ხელს კერძო საკუთრების უფლებების გაჩენილი სტიმულები ეკონომიკურ წინსვლას.

  1. კერძო საკუთრება გვიჩენს მოტივაციას, ვიზრუნოთ ჩვენს საკუთრებაში არსებულ ნივთებზე. თუ ავტომობილი გყავს, ცდილობ მოუარო. თუ მანქანა დაზიანდება, შემცირება მისი ღირებულება როგორც შენთვის, ასევე მომავალი პოტენციური მყიდველისთვის, თუ მის გაყიდვას გადაწყვეტ. ამიტომ ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ იმას, რაც ჩვენია.

როცა საკუთრებას სხვა ფლობს, ჩვენ აღარ გვაქვს სტიმული მასზე ვიზრუნოთ. მაგალითად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები ხშირად უფრო ცუდად მოვლილია, ვიდრე კერძო საკუთრება.

“არასწორად გამოყენების” სტიმულს ქმნის დაზღვევაც. მეტად დაუდევრები ვართ მაშინ, როცა ვიცით, რომ ჩვენს მიყენებულ ზიანს სხვა დაფარავს. ამას მორალური საფრთხე ეწოდება.

  1. კერძო საკუთრება გვიჩენს სურვილს, რომ ჩვენი საკუთრება ისე განვავითაროთ, რომ სხვებისთვისაც ღირებული იყოს. ასეთ შემთხვევაში იზრდება საკუთრების საბაზრო ღირებულება.

    კერძო საკუთრება მოქმედებს პიროვნულ განვითარებაზეც. მაგალითად, როდესაც სტუდენტები მეცადინეობას დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ, მათი მოტივაცია შრომითი მომსახურების კერძო საკუთრებაა – შრომაზე უფლებებს თავად ფლობენ, ხოლო მეტი ცოდნა ნიშნავს უკეთეს შემოსავალს.

    კერძო საკუთრება პროდუქტიულობაზე გავლენას სოციალისტურ ქვეყნებშიც კი ახდენს. მაგალითად, საბჭოთა კავშირის პერიოდში ოჯახებს ჰქონდათ მცირე კერძო ნაკვეთი, რომლის დამუშავება და მოყვანილი პროდუქტის გამოყენებაც შეეძლოთ.

მსგავსი კერძო ნაკვეთები მთლიანი დამუშავებული მიწის მხოლოდ 2%-ს შეადგენდა, თუმცა საბჭოთა სოფლის მეურნეობის გამოშვების მთლიანი ღირებულების დაახლოებით ¼ სწორედ ამ კერძო მეურნეობებზე მოდიოდა. ეს ნიშნავს, რომ კერძო ნაკვეთებიდან მიღებული შემოსავალი  დაახლოებით 16-ჯერ აღემატებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მეურნეობისას.

  1. კერძო საკუთრების მფლობელებს აქვთ როგორც უფლებები, ასევე პასუხისმგებლობები – ვალდებული ხარ სხვას შენი საკუთრების გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურო. ეს აჩენს სტიმულს, რომ საკუთრება პასუხისმგებლობით გამოიყენო.

    მაგალითად, თუ შენს ეზოში ხმელი ხე დგას, გიჩნდება სტიმული, იქამდე მოჭრა, ვიდრე წაიქცევა და მეზობლის სახლს დაეცემა.
  1. კერძო საკუთრება ხელს უწყობს რესურსების შენარჩუნებას. რესურსების გამოყენებით შემოსავალი იქმნება, თუმცა მის სამომავლო გამოყენებას შესაძლებელია მეტი ღირებულება ჰქონდეს. მაგალითად, თუ გაქვს სატყეო ნაკვეთი, დაელოდები ხეების გაზრდას და შემდეგ გაყიდი ხე-ტყეს – გიჩნდება ტყის შენარჩუნების სტიმული, ახლანდელ გამოყენებაზე უარს ამბობ მომავალში გაზრდილი ღირებულების მისაღებად.

    კერძო საკუთრებაში არსებული რესურსების სიმწირე იწვევს ფასის ზრდას. ფასის ზრდა კი სტიმულია მომხმარებლებისთვის, მწარმოებლისთვის, ნოვატორებისა და ინჟინრებისთვის, რომ დაგოზონ რესურსის პირდაპირი მოხმარება, ეძებონ შემცვლელები და შეიმუშაონ რესურსების აღმოჩენისა და მოპოვების ახალი მეთოდები. 

სამართლებრივი სისტემა, რომელიც იცავს საკუთრების უფლებებს და მიუკერძოებლად აღასრულებს კონტრაქტებს მნიშვნელოვანია ვაჭრობით მიღებული მოგების, კაპიტალის ფორმირებისა და რესურსების განვითარებისთვის. ეს ყველაფერი კი ეკონომიკური ზრდის საფუძველია.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავით აღმაშენებელი – ეკონომისტი

კონკურენტული ბაზრები