in

„უხილავი ხელი“ სარგებლიანობა

სტატია მოიცავს “საღი აზრის ეკონომიკის” 1.11. პარაგრაფს – სრული წიგნის ლინკი: https://bit.ly/3FaSKsE

(წიგნი ნათარგმნია GELI-სა და EFI-ის თანამშრომლობით)

უხილავი ხელი ფასთა სისტემაა. ადამიანი პირადი ინტერესებით მოქმედებენ, თუმცა საბაზრო ფასების უჩინარი ხელი მათ სხვების მიზნების ხელშეწყობისკენ წარმართავს, რაც კეთილდღეობის ზრდას იწვევს.

ტერმინი ადამ სმითს ეკუთვნის. მისი აზრით, მოწესრიგებულ საზოგადოებას პირადი სარგებლისკენ სწრაფვა ქმნის და არა ცენტრალიზებული დაგეგმვა. როგორ ხდება ეს? რატომაა მაღაზიის დახლებზე იმდენი პროდუქტი, რამდენიც გაიყიდება და არა იმდენად ბევრი, რომ გაფუჭდეს? პასუხი უხილავ ხელშია, რომელიც მომხმარებლებსა და მწარმოებლებს თანამშრომლობისკენ გვიბიძგებს, შედეგი კი ფასებია.

პროდუქტის საბაზრო ფასი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით და მილიონობით სხვადასხვა ადამიანის გადაწყვეტილებას ასახავს, რომლებმაც არც კი იციან ერთმანეთის მოქმედებები. არცერთ ადამიანს და სახელმწიფოს არ შეუძლია მიიღოს ან გაითვალისწინოს ყველა ინფორმაცია, რომელიც ათასობით განსხვავებული პროდუქტის და მომსახურების მილიონობით მომხმარებელსა და მწარმოებელს მოქმედებების დასაგეგმად სჭირდება ისე, როგორც ბაზარს.

საბაზრო ფასები ბიზნესებს ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების წარმოებისკენ წარმართავენ, რომლებიც მომხმარებლისთვის ღირებულია. გარდა ამისა, უხილავი ხელით წარმოქმნილი ინტერესი მათ მოტივაციას აძლევს, რომ რესურსების საუკეთესო კომბინაცია და ხარჯეფექტური წარმოების მეთოდები გამოიყენონ.

წარმოიდგინე, რომ მეგობრებისთვის გემრიელი სადილი მოამზადე და სასიამოვნო საღამო მოაწყვე. ამაში მონაწილეობა ფერმერებმა, მძღოლებმა და სასურსათო მაღაზიის გამყიდველმაც მიიღეს, თუმცა მათი მიზანი შენთვის სასიამოვნო საღამოს მოწყობა არ ყოფილა. მათი ინტერესი მომხმარებლისთვის კარგი პროდუქტისა და მომსახურების მიწოდებაა მოგების მიღების მიზნით, რაც შენს ინტერესებსთან დაკავშირდა და შედეგად სასიამოვნო სადილი მიიღე. 

სადილის მოსამზადებლად ინგრედიენტებს იმ მაღაზიაში იყიდი, რომელიც ხარისხიან პროდუქტსა და მისაღებ ფასებს გთავაზობს. სხვა მაღაზიებს კი მოუწევთ ისეთი ხარისხი და ფასები შემოგთავაზონ, რომ კონკურენციის გაწევა შეძლონ.

ათობით ათას ადამიანს, რომელთა უმრავლესობასაც ვერასოდეს შევხვდებით, წვლილი შეაქვთ იმაში, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შეძლოს იმაზე მეტი საქონლის მოხმარება, ვიდრე თავად ვაწარმოებდით. უხილავი ხელი ჩუმად და ავტომატურად მოქმედებს, ამიტომ ხშირად დაუფასებელი, თუმცა ძლიერი ძალაა ეკონომიკური პროგრესისთვის.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

პროგრესის მრავალი წყარო არსებობს

ინფლაცია თურქეთში