in

ზესტაფონის ყავა – რატომ იხსნებიან კონკურენტები გვერდიგვერდ?

ალბათ შეგიმჩნევია, რომ კონკურენტები ხშირად გვერდიგვერდ იხსნებიან, აფთიაქები, მაღაზიები და ყავის ჯიხურებიც ზესტაფონში. რატომ? წარმოვიდგინოთ, რომ ცარიელ გზატკეცილზე ყავის გაყიდვა გადაწყვიტე. სად დადგამ ჯიხურს? შუაში – ასე ორივე მხრიდან მომავალი მომხმარებლისთვის შენთან მოსვლა თანაბრად კომფორტული იქნება.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ შენმა მეზობელმაც გადაწყვიტა ყავის გაყიდვა. ცოტა მოშორებით რომ დადგას, შენი მხრიდან მიმავალ კლიენტებს დიდი ალბათობით დაკარგავს, თქვენს შორის არსებულ მომხმარებლებს გაიყოფთ და გარანტირებული მხოლოდ თავის მხარეს მყოფი მომხმარებლები ეყოლება, რაც შედარებით ცოტაა. ამიტომ ის შენს გვერდით გახსნის ჯიხურს, შემდეგი გამყიდველიც და იმის შემდეგიც – თქვენთან ახლოს გაიხსნებიან და ა.შ.

ამას თეორეტიკოსები ნეშის წონასწორობას უწოდებენ, როცა კონკურენტები ისე არიან განლაგებულები, რომ არცერთს არ შეუძლია ადგილმდებარეობის შეცვლით უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ რჩება ბევრი სხვა რამ: გემო, ფასი, პროდუქტის მრავალფეროვნება, დიზაინი – რითიც კონკურენტული უპირატესობის მოპოვება შეუძლიათ.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეგიძლია თუ არა დაუსხლტე ფიშერებს?

პანდემია და კოსმეტიკის ბაზარი