სტატია მოიცავს “საღი აზრის ეკონომიკის” 1.3. პარაგრაფს – სრული წიგნის ლინკი: https://bit.ly/3FaSKsE
(წიგნი ნათარგმნია GELI-სა და EFI-ის თანამშრომლობით)
როდესაც რესურსების გონივრულად გამოყენება გვინდა, ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომ მოგება დანახარჯს აღემატებოდეს. გადაწყვეტილების მიღების ეს პრინციპი ეხება როგორც ბიზნესებს, მთავრობას, ასევე თიოთოეულ ჩვენთაგანს – მთლიანად საზოგადოებას.
თითქმის ყველა არჩევანი ზღვრული პრინციპით კეთდება. გადაწყვეტილების მიღებისას დამატებით ანუ ზღვრულ სარგებელს ვითვალისწინებთ. ამ დროს ვფიქრობთ, თუ რა არის დამატებითი ერთეულის წარმოების ან შეძენის ზღვრული დანახარჯი. “კიდევ ერთი ერთეული” შეიძლება იყოს ახალი პერანგი, სახლი, ქარხანა ან თუნდაც დრო, რომელიც ასევე ხარჯია.
შენ ძირითადად არ გიწევს “ან ყველაფრის ან არაფრის” არჩევა – ანუ არ გიწევს არჩევანი გააკეთო ჭამასა და ტანსაცმლის ტარებას შორის. გადაწყვეტილების მიღებისას საკვების და ტანსაცმლის სრულ ღირებულებებს კი არ ადარებ ერთმანეთს, არამედ ზღვრულს – რა გირჩევნია, რესტორანში ჭამა და ერთი მაისურის შეძენა, თუ სახლში ჭამა და სანაცვლოდ ორი მაისურის შეძენა.
ზოგიერთი პროდუქტი „დაუხარისხებელია“. მარტივია ოდნავ მეტი საკვების და ოდნავ პატარა საცხოვრებელი ობიექტის შეძენა, მაგრამ რთულია ოჯახის დაგეგმვისას.
თუმცა ამ დროსაც შეიძლება ზღვრული პრინციპის გათვალისწინება – მშობლებს შეუძლიათ მეტი ან ნაკლები ინვესტიცია ჩადონ ბავშის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მაგალითად ატარონ მუსიკის წრეზე ან სხვა სასწავლო კურსებზე. ამერიკული კანონმდებლობით, საცხოვრებელი მისამართი განსაზღვრავს რომელ სკოლაში ისწავლიან ბავშვები, ეს პრობლემას უქმნის მშობლებს, რომ თავად აირჩიონ სკოლა ხარისხისა და მათი შვილების საჭიროებების გათვალისწინებით.
თუ ბიზნესმენი ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს, მისთვის მნიშვნელოვანია ამ ნაგებობიდან მიღებული ზღვრული სარგებელი (მაგალითად, შემოსავალი დამატებითი გაყიდვებიდან) მის ზღვრულ დანახარჯებს (მშენებლობის ხარჯი) აღემატება თუ არა. თუ არა, ბიზნესმენის და კომპანიისთვის უმჯობესია აღარ იფიქრონ ახალ ქარხანაზე.
ზღვრულ ანალიზს პირად გადაწყვეტილებებშიც ვიყენებთ. საკვებსა და დასვენებას შორის არჩევანს თუ განვიხილავთ, ვიფიქრებთ, რომ საკვები უფრო ღირებულია, რადგან ჩვენი არსებობისთვის აუცილებელია. როცა ადამიანს ცოტა შემოსავალი აქვს, ამ შემოსავლის უმეტეს ნაწილს კვებისთვის ხარჯავს და ისინი ცოტა დროს უთმობენ (თუ აქვთ საერთოდ ამის დრო) აუზზე სიარულის, სპექტაკლზე დასწრებას და სხვა გასართობ ან სარეკრიაციო აქტივობებს.
რაც უფრო შეძლებულია ადამიანი, საკვების შეძენის ალტერნატიული ხარჯი იკლებს. როცა მაღალი შემოსავალი გაქვს, ყოველი დამატებითი ლარის დახარჯვისას, საკვები ბევრად ნაკლები ღირს, ვიდრე – დასვენება. მაგალითად, რაც უფრო მდიდრდებოდნენ შვედები, თავიანთი შემოსავლის უფრო მცირე ნაწილს ხარჯავდნენ საკვებზე და მეტს – დასვენებაზე.
სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ზღვრული დანახარჯების და ზღვრული სარგებელის გათვალისწინება გვეხმარება. თუ რესურსებიდან მაქსიმალური მოგების მიღება გვინდა, ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომლის შედეგად მიღებული ზღვრული სარგებელი უტოლდება ან აღემატება ზღვრულ დანახარჯებს.
GIPHY App Key not set. Please check settings