ორჯერ ორის და GELi-ს ერთობლივი პროექტის სტატია. თუ ამ ყველაფრის წაკითხვა გეზარება და ყურება და მოსმენა გირჩევნია, იხილე ვიდეოს ბმული: https://www.facebook.com/orjerorimartivad/videos/826087525244746
დღეს ვილაპარაკებთ განვითარების წყაროზე, იმაზე, რაც ხშირად უკეთესობისკენ გვიბიძგებს. მიხვდით რას ვგულისხმობ? მართალია, დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემაა – კონკურენცია!
ყოველდღიურობაში სიტყვა “კონკურენციას” ხშირად უარყოფით კონტექსტში ვიყენებთ, კონკურენტებს კი მტრებად აღვიქვამთ, რომლებიც უნდა დავამარცხოთ. რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება? სინამდვილეში კონკურენცია მუდმივი გაუმჯობესების წყაროა, კონკურენტები გვაიძულებენ ჩვენი პროდუქტი ან სერვისი გავაუმჯობესოთ ან უკეთესი შევქმნათ.
კომპანიებს შორის კონკურენციას საბოლოოდ წარმატებულ პროდუქტამდე მივყავართ, რომელიც მომხმარებელს მაქსიმალურად დაბალ ფასად მიეწოდება. ცხადია, რომ ზოგიერთი ადამიანი ან მწარმოებელი შესაძლოა კონკურენციაში ისე დამარცხდეს, რომ ბაზრიდან საერთოდ გავიდეს, თუმცა კონკურენცია ზოგადი პროგრესისთვის აუცილებელია.
2014 წელს, როცა კომპანია ‘ტესლა’ დარწმუნდა რომ თავისი ელექტრომანქანები კონკურენტუნარიანი იყო ყველა პატენტი გაასაჯაროვა, რათა მსოფლიოში ელექტრომანქანების წარმოება დაეჩქარებინა და უკეთესი საბაზრო კონკურენცია შეექმნა. პატენტების გასაჯაროვებით ტესლამ პოტენციურ კონკურენტებს საშუალება მისცა მისვთვის კონკურენცია გაეწიათ, თავის კომპანიას კი შეუქმნა გაუმჯობესების სტიმული.
კონკურენციას ხანდახან უნებლიე თანამშრომლობამდეც მივყავართ. ზოგიერთ ინდუსტრიაში კონკურენტების დიდი რაოდენობა პროდუქტის ერთეულზე ფასს ამცირებს, ასეთ ინდუსტრიას “მასშტაბის გარე ეკონომიას” უწოდებენ. ასეთი ინდუსტრიის კომპანიები ხშირად ერთად არიან თავმოყრილნი, რაც სამუშაო ძალის დაქირავებას უიოლებთ, თანამშრომლების ერთმანეთთან ურთიერთობა კი ისეთ გარემოს ქმნის, რომელშიც ყველა კონკურენტი ინფორმაციის არაპირდაპირად გაცვლას, პროდუქტის წარმოების ხარჯების შემცირებას და ხარისხის გაუმჯობესებას ახერხებს. გარე მასშტაბის ეკონომიის შესანიშნავი მაგალითია სილიკონის ველი, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგიების მრავალი კომპანიაა თავმოყრილი. ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან, თუმცა სწორედ ერთად ყოფნა და ურთიერთთანამშრომლობა უზრუნველყოფს ამ ინდუსტრიის წარმატებასა და სწრაფ პროგრესს.
Თუმცა, ეკონომიკაში ისეთი კომპანიებიც არსებობს, რომელთა წარმატებაც კონკურენტების დამარცხებას გულისხმობს. Ასეთი ტიპის ინდუსტრიაში კომპანიის სიდიდე ხდება მისი ერთეულის წარმოების ხარჯების შემცირების საფუძველი. Ამ დროს კომპანიების მასშტაბის ეკონომიას ახდენენ დიდი რაოდენობით პროდუქტის გამოშვებით. Მაგალითად, თუ ელექტროტექნიკის საწარმო ერთ მონიტორს უშვებს მისი ერთეული წარმოების ხარჯი ძალზედ დიდი იქნება, თუმცა თუ ეს კომპანია დიდი რაოდენობით მონიტორებს უშვებს რაოდენობის ზრდასთან ერთად ერთეული წარმოების ხარჯები შემცირდება.
ასეთი ტიპის ინდუსტრია რაც უფრო დიდია, მით ნაკლები აქვს წარმოების ხარჯი. წარმოვიდგინოთ გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია. იმისთვის რომ სასმელი აწარმოოს სჭირდება: მასალის: ქილების, შაქრის და ა.შ. შეკვეთა, სჭირდება ქარხანაში ადამიანების დაქირავება და საწარმოო ხაზის ჩართვა. შესაბამისად მას 1 ცალი ქილის ღირებულება გაცილებით მეტი ექნება იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ 100 ცალს აწარმოებს, ვიდრე 100 000 ცალის წარმოების შემთხვევაში ექნებოდა.
Კონკურენცია მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაშიც. Სპორტსმენებს კონკურენცია აძლევს საბაზისო სტიმულს მუდმივად გააუმჯობესონ თავიანთი შედეგები. Განათლებაში კონკურენცია ბავშვებს საშუალებას აძლევს გაუჩნდეთ სტიმული თავიანთი ნიშნები გასაუმჯობესებლად. Მეცნიერებაში კონკურენცია დაფინანსების მისაღებად, ან სამეცნიერო პუბლიკაციის გამოსაქვეყნებლად სტიმულს აძლევს მეცნიერებს მეტი იმუშაონ ახალი ცოდნის, ან გამოგონების შესაქმნელად. Კონკურენცია ხშირ შემთხვევაში თანამშრომლობასაც ახალისებს უკეთესი და უფრო ეფექტიანი შედეგების მისაღბად, ხოლო თითოეულ ჩვენთაგანს გვასტიმულირებს ყოველდღიურად სულ ცოტა საკუთარ თავს ვაჯობოთ.
კომპანიების გარდა კონკურენცია ადამიანებზე ყოველდღიურად მოქმედებს, სპორტსმენებს აიძულებს გაიუმჯობესონ მიღწევები, ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებს აიძულებს შეეცადონ სხვას აჯობონ ქულები, მეცნიერებს დაფინანსების ან სამეცნიოერო პუბლიკაციის გამოსაქვეყნებლად სტიმულს აძლევს იმუშაონ მეტი და ა.შ.
კონკურენცია არ ნიშნავს მტრობას, ის ხშირ შემთხვევაში თანამშრომლობასაც გულისხმობს, გვაიძულებს ყოველდღიურად საკუთარ თავსაც ვაჯობოთ და ხელს უწყობს მსოფლიოში ბევრი რამის განვითარებას.
GIPHY App Key not set. Please check settings