in

ნავთობი

ნავთობი მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი პროდუქტია.

COVID-19-ის პერიოდში ადამიანებმა გააჩერეს მანქანები, თვითმფრინავები და სხვა სახის ტრანსპორტი, შესაბამისად ნავთობზე მოთხოვნა 25%-ით შემცირდა.

ნავთობმომპოვებელ ქვეყანათა გაერთიანების ერთ-ერთმა წევრმა – საუდის არაბეთმა თქვა: მოდი მსოფლიოში 1.5 მილიონი ბარელით შევამციროთ დღე-ღამეში ნავთობის მოპოვება, ამით მარაგებს შევამცირებთ და ფასები ძალიან აღარ დაეცემა.

ამაზე ნავთობის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მომპოვებელმა ქვეყანამ – რუსეთმა უარი განაცხადა და თქვა, რომ ის არ შეამცირებდა წარმოებას. საუდის არაბეთი გაბრაზდა და გადაწყვიტა თვითონაც შემცირების მაგივრად 12 მილიონ ბარელამდე გაეზარდა ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში და ბოლო 20 წელიწადში ყველაზე დიდი ფასდაკლება დაეწყო, რაც ნავთობის ფასს იმდენად დააგდებდა, რომ მისი მოპოვება ყველა ქვეყნისთვის წამგებიანი გახდებოდა.

მართლაც, 2019 წელს ნავთობის საშუალო ფასი 55$-იყო, ახლა კი 33$-ია. მსოფლიოში 1.2 მილიარდი ბარელი ნავთობის შესანახი სივრცეა, ამიტომ ჭარბი რაოდენობის და ადგილის სიმცირის გამო, არის შემთხვევები, როცა ნავთობის ვადიანი საბირჟო კონტრაქტები 0$-ზე დაბლა ჩავიდა.

ეს პროცესები სხვადასხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ცხადია, ეს სიტუაცია დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელდება, 1 მაისიდან ზოგიერთმა ნავთობმწარმოებელმა შეამცირა კიდეც მოპოვება, მალე ხალხი კვლავ დაიწყებს ტრანსპორტის გამოყენებას და ნავთობის ფასები უწინდელ სიტუაციას დაახლოებით 2021 წლისთვის დაუბრუნდება.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

26 მაისი

ტურიზმი