in

პანდემია და კოსმეტიკის ბაზარი

COVID-19-მა შეცვალა რეალობა, ყველა ადამიანისა და ბიზნესის ქცევა. პანდემია შეეხო სილამაზის ინდუსტრიასაც. თავდაპირველად დაიკეტა სალონები, ესთეტიკის ცენტრები, მაღაზიები – სადაც იყიდებოდა პარფიუმერია, თუმცა კომპანიებმა მალევე აუწყეს ფეხი დროს და დაიწყეს ჰიგიენური და ანტიბაქტერიული გელებისა და ხსნარების წარმოება.

ზოგადად, წლის განმავლობაში, სილამაზის ინდუსტრია 500 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელს ყიდის და მასში პირდაპირ თუ ირიბად მილიონამდე ადამიანია დასაქმებული. სხვა ინდუსტრიებთან შედარებით, ის ნაკლებად განიცდის გარე ფაქტორების გავლენას.

მაგალითად, 2001 წლის რეცესიისას, მოულოდნელად გაიზარდა ტუჩსაცხის გაყიდვები. ეს იმდენად უჩვეული ფაქტი იყო, რომ “ტუჩსაცხის ინდექსიც” კი შეიქმნა. ეკონომისტებმა ამ ფენომენის 1 ახსნა შემოგვთავაზეს: ტუჩსაცხი ფუფუნების ის საგანია, რომლის ყიდვის უფლებას ადამიანი თავს ეკონომიკური გაჭირვების დროსაც კი აძლევს, იმიტომ რომ თავის გასანებივრებლად სხვა რამეზე ფული არ ჰყოფნის.

2020 წელს პანდემიამ ამ ინდუსტრიის შემოსავლები დაახლოებით 20-25%-ით შეამცირა, თუმცა 2021 წელს უკეთეს მდგომარეობას ელოდებიან.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზესტაფონის ყავა – რატომ იხსნებიან კონკურენტები გვერდიგვერდ?

ავთენტიფიკაცია