in

ფასიანი ქაღალდები

ინვესტირება თანხის დაბანდებაა მომავალში სარგებლის მიღების მიზნით. საკმაოდ გავრცელებულია ფასიან ქაღალდებში – აქციებსა და ობლიგაციებში ინვესტიციის გაკეთება.

ფასიანი ქაღალდის უკან კომპანიები არიან, რომლებსაც სხვადასხვა მიზნისთვის სჭირდებათ დამატებითი კაპიტალი. 

ამ თანხის მოძიების ერთ-ერთი მეთოდი აქციების გაყიდვაა. აქციები ფაქტობრიბად კომპანიის წილია. პირველი საჯარო განთავსების შემდეგ კომპანია ყიდის აქციას და ნებისმიერ პირს, მათ შორის შენც შეგიძლია მისი შეძენა. აქციებში ფულის დაბანდებით შეგიძლია გახდე საერთაშორისო კომპანიების წილის მფლობელი. 

როგორც ყველა ინვესტიცია, აქციებში თანხის დაბანდებაც დაკავშირებულია რისკებთან. რას ნიშნავს ეს? რადგან აქცია კომპანიის წილია, იმისთვის, რომ ამ აქციიდან სარგებელი მიიღო, კომპანიას მოგება უნდა ჰქონდეს. კომპანიის მოგება და, შესაბამისად, აქციების ფასების ზრდა ან კლება დამოკიდებულია ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაგალითად, რეცესიების ან პანდემიის დროს სავარაუდოა, რომ გარკვეული კომპანიების მოგება შემცირდება. აქციების ფასზე გავლენა აქვს კომპანიის კონკურენტებსაც, თუ კომპანიას ძლიერი კონკურენტები ჰყავს, მათ შეიძლება “ხელი შეუშალონ” მოგების მიღებაში. არსებულ ან სამომავლო რეგულაციებსაც აქვს გავლენა აქციის ფასებზე, ზოგიერთი რეგულაცია ართულებს ბიზნესის წარმოება, ზოგიერთი კი პირიქით.

კომპანიის აქციაში ინვესტირებისას ჩვენი მიზანია, რომ ინვესტირებული თანხა გაიზარდოს. ინვესტირებული თანხა კი მაშინ გაიზრდება, როცა კომპანიის მოგება გაიზრდება. იმიტომ ინვესტიციის გაკეთებამდე უნდა შევაფასოთ კომპანია, მისი პოტენციალია, რამდენად მომგებიანი იქნება მომავალში, ხომ არ არსებობს რაიმე საფრთხე, რაც ხელს შეუშლის მის განვითარებას და ა.შ. 

ობლიგაციები ფაქტობრივად სახელმწიფოს ან კომპანიის მიერ ვალის აღებაა. თუ შენ მათ ობლიგაციებს შეიძენ, ისინი დათქმულ ვადაში ვალის პროცენტსა და ძირს დაგიბრუნებენ. 

აქციების მსგავსად, ობლიგაციების შეძენაც რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა ობლიგაციებზე ფასი ნაკლებად მერყეობს. ობლიგაციის შეძენისას უნდა გაითვალისწინო მისი რეიტინგი – რამდენად გადახდისუნარიანი იქნება ესა თუ ის კომპანია, რა არის ალბათობა რომ საერთოდ ვერ შეძლებს გადახდას. ობლიგაციის შეძენისას ისევე უნდა შეაფასო კომპანია, როგორც აქციის შეძენისას.

ობლიგაციებს უშვებენს არა მხოლოდ კომპანიები, არამდენ ქვეყნები და მუნიციპალიტეტებიც. მაგალითად, აშშ-ს გამოშვეული ობლიგაციების რისკი 0-ის ტოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ აუცილებლად გადაიხდის პროცენტს და ძირს, ამიტომ მიღებულიც სარგებელიც 0-თან ახლოსაა. რაც უფრო მაღალია ობლიგაციის რეიტინგი, მით უფრო ნაკლებია შემოსავლიანობაც, რადგან ფასიანი ქაღალდების შეძენისას რისკისთვის ჯილდოვდები – მაღალია რისკი, მაღალია შემოსავალიც და პირიქით.

 თუ ფასიანი ქაღალდის შეძენა გსურს უნდა გქონდეს საბროკერო ანგარიში. საბროკერო ანგარიშის გახსნისას თავად აფასებ და ირჩევ ბროკერს. ბროკერის არჩევისას უნდა გაითვალისწინო საბროკერო ისტორია, რეპუტაცია, სანდოობა. ბროკერი გეხმარება ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაციის მიღებაშიც, გეუბნება სად და როგორ შეგიძლია მოიძიო ინფორმაცია კომპანიის შესახებ, რომელი კომპანიის აქციის შეძენა ჯობია, რა ვარაუდებია სხვადასხვა კომპანიასთან დაკავშირებით – გაიზრდება თუ შემცირდება მათი აქციების ფასი და ა.შ.

ანგარიშის გახსნის შემდეგ უკვე შეგიძლია აარჩიო კომპანია, რომლის აქციებშიც გსურს ინვესტირება. თუ რისკების მაქსიმალურად შემცირება გსურს, შეგიძლია ინვერსტირება ETF-ში (გაცვლით სავაჭრო ფონდში) მოახდინო. ამ დროს ინვესტირებას რამდენიმე კომპანიაში ან სხვადასხვა ტიპის ფასიან ქაღალდში ახდენ. იმის შანსი, რომ ყველა კომპანიის აქციების ღირებულება ერთდროულად შემცირდება, ძალიან მცირეა.

ფასიანი ქაღალდის შეძენისას უნდა გაითვალისწინო ინვესტიციის ვადიანობაც – რისთვის აბანდებ თანხას და რამდენი დრო გაქვს, რომ მიზანს მიაღწიო. ობლიგაციები აქციებთან შედარებით ნაკლებად ლიკვიდურია, ანუ მათი ფასი ნაკლებად მერყეობს. ამიტომ თუ მოკლე ვადაში გსურს სარგებლის მიღება, უმჯობესია თუ ობლიგაციებში დააბანდებენ თანხას. ხოლო თუ მეტი დრო გაქვს, რომ გრძელვადიან პერიოდში დაელოდო მოგებას, მაშინ ჯობს აქციები შეიძინო.

ზოგჯერ ადამიანები ემოციურ ინვესტიციას აკეთებენ, ანუ ისეთ რამეში აბანდებენ ფულს, რაც მოსწონთ. მაგალითად, თუ ფერარის შეძენა გსურს, მაგრამ საკმარისი თანხა არ აქვს, შეიძლება, ფერარის აქციები იყიდო და ამით მოიკლა ამ მანქანის ყოლის სურვილი.

ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისას მნიშვნელოვანია ანალიზი. სწორედ ანალიზის საფუძველზე შეგიძლია, დაადგინო, რამდენად მომგებიანი იქნება ესა თუ ის კომპანია, რა რისკები და მოლოდინები არსებობს. შესაძლოა კომპანია პოპულარული იყო, სოციალურ მედიაში ხშირად ჩანდეს და ინვესტირებაც, ერთი შეხედვით, კარგ იდეად მოგჩვენოს, თუმცა ანალიზის  შედეგად აღმოაჩინო, რომ ძლიერი კონკურენტები ჰყავს, რომელიც ამ კომპანიის მოგებას რისკის ქვეშ დააყენებს. კარგია თუ მთლიანად გაიცნობ სექტორს, რომელშიც დაბანდებას აპირებ.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეავსე ეკონომიკური ტესტი

“აღმართი მეტია თუ დაღმართი?”