in

ფიშინგი

ფიშინგი კიბერთაღლითობა – ადამიანებისთვის პირადი ინფორმაციისა და ფულის მოტყუებით გამორთმევა. ტერმინი პირველად 1990-იან წლებში გაჩნდა. დღესდღეობით კი ფიშინგი ყველაზე გავრცელებული კიბერდანაშაულია.

მიგიღია მეილი, რომელშიც სხვადასხვა მიზეზით საბანკო მონაცემებს გთხოვენ? ფიშერებს ეს მონაცემები თანხის მოსაპარად სჭირდებათ. მათ საკმაოდ დახვეწილი მეთოდები აქვთ, ქმნიან არსებული ვებ-გვერდების ანალოგებს, რომელიც ძალიან ჰგავს რეალურს. ასეთ ვებ-გვერდებზე პირადი მონაცემების შეყვანით, ფიშერები ინფორმაციას აგროვებენ და სათავისოდ იყენებენ.

ზოგჯერ თაღლითობის მსხვერპლები ისეთი დიდი კომპანიებიც ხდებიან, როგორებიც ფეისბუქი და გუგლი არიან. 2013-2015 წლებში ფიშერებმა მათ 100 მლნ $ გამოსძალეს. ფიშერებმა გამოიყენეს შუამავლის სახელი, რომელსაც ფეისბუქი და გუგლი მიმართავდნენ. ისინი ამ შუამავლის სახელებით ინვოისებს გზავნიდნენ და საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხას ითხოვდნენ. თავიდან ფეისბუკიც და გუგლიც იხდიდნენ მოთხოვნილ თანხას, თუმცა 2 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სინამდვილეში ფიშინგის მსხვერპლი გახდნენ.

კომპანიებმა უჩივლეს თაღლითს, რომელიც მალევე იპოვეს და დააკავეს, თუმცა ფეისბუქმა და გუგლმა წართმეული თანხის მხოლოდ ნახევარი დაიბრუნეს.

როგორც ხედავ, ფიშერები ისეთ მეთოდებსაც კი იყენებენ, რომ დიდი კომპანიების მოტყუებაც არ უჭირთ. რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები და ფიშინგისგან თავდაცვის ხერხები, მით უფრო ხვეწავენ თაღლითებიც თავიანთ მეთოდებს. ამიტომ ვიდრე ვინმესგან გამოგზავნილ საეჭვო ლინკზე გადახვალ, დაფიქრდი, ფიშერები ხომ არ გატყუებენ?

ჯობია, თუ უცნაურ შემოთავაზებას ჯერ ეჭვის თვალით შეხედავ და მერე იმოქმედებ. გახსოვდეს, ფიშერები არიან სოციალურ ქსელებშიც, ვებ-გვერდებზეც, მეილზეც, სატელეფონო შეტყობინებებსა და ზარებშიც. გამოიჩინე სიფრთხილე, არასდროს არავის გაუზიარო შენი საბანკო ბარათის PIN და CVV კოდი.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

გახდებოდი ფიშინგის მსხვერპლი?

ფასები ბალანსს ქმნიან