საზოგადოებასა თუ მედიაში ხშირად ისმის ტერმინები: ლიბერალიზმი, რეგულაციები, მემარჯვენეობა, სოციალიზმი და ა.შ. მათი გაერთიანება ერთი ტერმინის „პოლიტიკური იდეოლოგიების“ ქვეშ შეგვიძლია.
პოლიტიკური იდეოლოგია იდეაა, რომელიც ქვეყანაში საზოგადოებისა და მთავრობის ქცევაზე მიგვანიშნებს, როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულებები სხვადასხვა, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებზე.
თუ შენი რომელიმე ნაცნობი გეუბნება, რომ სოციალისტია ან თავისუფალი ბაზრის პრინციპს ემხრობა, შეგიძლია წარმოდგენა გქონდეს მის ეკონომიკურ მიდგომებზე, რას ფიქრობს გადასახადებზე, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის დაფინანსებაზე, მინიმალურ ხელფასზე, საკუთრების უფლებაზე და ა.შ.
თუმცა, იდეოლოგიებს შორის მკაფიო ზღვარის გავლება საკმაოდ ძნელია. ყველაზე მარტივი და გავრცელებული მეთოდი იდეოლოგიების წრფივი გადანაწილებაა, უკიდურესი მემარცხენეობიდან მემარჯვენეობამდე.
ტერმინები მემარცხენე და მემარჯვენე – 1789 წლის საფრანგეთიდან მოდის, როდესაც მეფის მარცხნივ ერთი, მარჯვნივ კი მეორე იდეოლოგიის მატარებლები ისხდნენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის ქონების ფლობაზე მათი შეხედულებაა.
მაგალითად, კომუნისტური რეჟიმი, უკიდურესად მემარცხენე იყო და კერძო საკუთრებას თითქმის არ აღიარებდა. უკიდურესად მემარცხენეებს ქვეყნის ეკონომიკის სრულად მთავრობის მიერ მართვა სურთ, უკიდურესი მემარჯვენეები კი ეკონომიკური ბაზრიდან სახელმწიფოს სრულად ჩამოშორებას ემხრობიან.
თუმცა ადამიანთა უმეტესობა არც ერთ უკიდურესობას არ მიეკუთვნება და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები აქვთ.
GIPHY App Key not set. Please check settings