in

რა კავშირია ენერგეტიკასა და ეკონომიკას შორის?

ენერგეტიკა და ეკონომიკა პირდაპირ კავშირშია, თუმცა სანამ ზოგადად ვილაპარაკებთ, გაიხსენე დღის განმავლობაში რამდენჯერ იყენებ მას? როცა ტრანსპორტით გადაადგილდები, საჭმელს ამზადებ, ზამთარში გამათბობლით თბები, ზაფხულში კონდიციონერით გრილდები, ან თუნდაც ახლა, როცა ამ სტატიას დატენილ ტელეფონში ან ლეპტოპში კითხულობ, შენ იყენებ ენერგიას. თანამედროვე სამყარო ენერგეტიკის გარეშე წარმოუდგენელია და ის ყველა ეკონომიკურ საქმიანობას სჭირდება.

ენერგეტიკაზე მოთხოვნის ზრდა ემთხვევა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას, რადგან ეკონომიკურ საქმიანობას, რაიმეს წარმოებას, პროდუქციის დისტრიბუციას და გაყიდვას დიდი რაოდენობით ენერგია სჭირდება.

ენერგიის სხვადასხვა ტიპი არსებობს და დროის განმავლობაში იცვლება ენერგიის წყაროების მიქსი. თუ 1800-იდან 1900 წლამდე ძირითადად ბიომასას (მაგალითად ხეს) და ქვანახშირს იყენებდნენ, შემდეგ დაემატა ნედლი ნავთობი, ბუნებრივი აირი, ჰიდროენერგია, ატომური ენერგია და სხვა განახლებადი ენერგიების, მაგალითად მზის და ქარის წყაროები.  ქვემოთ გრაფიკში შეგიძლია ნახო როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში ამ წყაროების გამოყენების წილი. დღეს ნავთობი ყველაზე აქტიურადგამოყენებადი წყაროა (და ვარაუდობენ რომ შემდეგი 20 წელი ასე გაგრძელდება), მას მოჰყვება ქვანახშირი, გაზი, განახლებადი ენერგია და ჰიდრო.

როგორც უკვე ვთქვით, როცა ეკონომიკა იზრდება, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკურად უკვე განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად ამერიკასა და ევროპაში ენერგიაზე მოთხოვნა ჯერჯერობით დასტაბილურებულია, თუმცა დიდი ზრდაა აზიასა და აფრიკაში. ეს ზრდა აფრიკაზე მეტად აზიაშია, რადგან აზიის ქვეყნები, მაგალითად ჩინეთი და ინდოეთი ბოლო პერიოდში ეკონომიკურად გააქტიურდნენ და მეტ ენერგიას იყენებენ. აფრიკას ჯერ არ აქვს დიდი ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად ნაკლებსავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ენერგიაზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად გაზრდის, თუმცა ეს დროც მოვა.

დაბლა გრაფიკში შეგიძლია ნახო ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა რეგიონების მიხედვით.

თუმცა მოთხოვნის პარალელურად, ტექნოლოგიების განვითარებასა და ეფექტიანობის ზრდის გამო, მცირდება ენერგიის ის რაოდენობა, რომელიც GDP-ს ერთი ერთეულის საწარმოებლადაა საჭირო. ასე რომ არ იყოს, ენერგეტიკაზე მოთხოვნის ზრდა გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე ახლაა.

მსოფლიოს გარშემო განსხვავებულია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც წვდომა აქვთ ელექტროენერგიაზე, მაგალითად თუ კანადის მოსახლეობის 100%-ს აქვს ელექტროენერგიაზე წვდომა, სუბსაჰარის აფრიკის ქვეყნების მოსახლეობის 50%-ზე მეტს ეს კომფორტი არ აქვს; ეს შესაძლოა 2 მიზეზით იყოს განპირობებული: 1) ლოკაციაზე ტექნიკურად არ მიეწოდებოდეს ელექტროენერგია 2) მოსახლეობას არ შეეძლოს მისი ყიდვა. თუმცა ეს მონაცემებიც იცვლება და უფრო და უფრო მეტ ადამიანს აქვს ელექტროენერგია, მაგალითად ინდოეთმა 2000 წლის შემდეგ თითქმის 60% ით შეამცირა ელექტროენერგიის არმქონე ადამიანების წილი.

გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, იზრდება ენერგიის ყველა წყაროს გამოყენება. თუმცა, „უფასო არაფერი არ არის“ და ყველა წყაროს, მათ შორის ქარის ენერგიასაც კი თავისი უარყოფითი მხარეები აქვს. გარემოსთვის ყველაზე დამაზიანებელია ქვანახშირი, შემდეგ ნავთობი, შემდეგ კი ბუნებრივი აირი.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტრანზაქციის ხარჯი მნიშვნელოვანია

სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში