in

სად მიდის ვალუტის გაცვლისას “დაკარგული” ფული?

თუ საბანკო ბარათზე ლარის ანგარიში გაქვთ და რამის შეძენა გსურთ უცხოურ ვალუტაში, მაგალითად დოლარში, ბანკი ავტომატურად აკონვერტირებს ფასს ლარებში და ანგარიშიდან ფასის ექვივალენტი ლარებში ჩამოგეჭრებათ. თუ რაღაც დროის შემდეგ ნივთის საფასური უკან დოლარში დაგიბრუნდებათ, ბანკი ამ თანხასაც ავტომატურად დააკონვერტირებს და ანგარიშზე ლარი დაგერიცხებათ.

თუმცა კონვერტაციისას ბანკი სხვადასხვა კურსს იყენებს. სად მიდის ვალუტის გაცვლისას “დაკარგული” ფული?

როდესაც რაღაცას უცხოურ ვალუტაში ყიდულობ, ჯერ ეს კონკრეტული ვალუტა უნდა იყიდო – ამას ბანკი თავად აკეთებს – შენს ანგარიშზე არსებულ ლარებს დოლარებში ცვლის. ვთქვათ, ყიდვისას არსებული კურსით თითოეულ დოლარში 3.3 ლარის გადახდა გიწევს.

როცა დოლარი უკან გიბრუნდება ამ დროსაც ავტომატური კონვერტაცია ხდება – ბანკი დოლარს ყიდის, რომ ლარები იყიდოს და ანგარიშზე ლარი გერიცხება. ამ დროს შესაძლოა თითოეული დოლარი 3 ლარად გაიყიდოს. გამოდის, რომ იმაზე ნაკლები ლარი დაგიბრუნდა, ვიდრე ნივთში გადაიხადე. თითოეული დოლარში 0.3 ლარი დაკარგე.

ეს ფული უბრალოდ არ გამქრალა – გადახდიდან დაბრუნების მომენტამდე დოლარის ღირებულება შეიცვალა. თუ თავიდან 1$ 3.3 ლარი ღირდა და ახლა 3 ლარი გახდა, უკან დაბრუნებული დოლარით ნაკლები ლარი შეიძინე. ვალუტის გაცვლისას “დაკარგული” ფული სწორედ ეს სხვაობაა ვალუტის თავდაპირველ და ახლანდელ ღირებულებაში.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიმეტრიული და ასიმეტრიული ინფორმაცია

რა არის ₾არი-ზაცია? 🤔