in

საგარეო ვალი

წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყანა ადამიანია, რომელსაც ფული სჭირდება და არ აქვს. ის სესხულობს მეგობრებისგან, ბანკებისგან, ნაცნობებისგან. ზუსტად ასე იქცევა ქვეყანაც, როდესაც სჭირდება თანხა და არ აქვს – ის საგარეო ვალს იღებს და იყენებს სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად. ვალს, ისევე როგორც ქვეყნის სხვა ხარჯებს, გადასახადის გადამხდელები, ანუ მოქალაქეები და ბიზნესები იხდიან. რაც უფრო ძლიერია ქვეყანა, მეტი ვალის აღება შეუძლია ისე, რომ ეკონომიკური სისტემა არ ჩამოეშალოს.

საქართველოში გვაქვს კანონი, რომლის მიხედვითაც ვალი არ შეიძლება იყოს 60%-ზე მეტი მშპ-სთან მიმართებაში. 2014 წელს ეს რიცხვი 26.4% იყო, 2018-ში 34.2%, 2020 წლის ბოლოს კი 58% იქნება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო საგარეო ვალის დამატებით აღებას მხოლოდ საგანგებო მდგომარეობისას შეძლებს, ისიც იმ შემთხვევაში თუ მთავრობა გადახდის გეგმას წარადგენს.

2014 წელს საშუალოდ 1 ადამიანზე 2800 ლარი გადასახდელი ვალი მოდიოდა, ეს რიცხვი 2020 წლის ბოლო 7400 ლარამდე გაიზდება. საქართველოს ვალს დოლარში აძლევენ, ამიტომ ლარის გაუფასურება ვალს აძვირებს. მეორე მხრივ გადახდისას ქვეყნიდან დიდი რაოდენობით დოლარი გადის, რაც ასევე ასუსტებს ეროვნულ ვალუტას.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

იცი როგორ მართავდა ოთარაანთ ქვრივი პირად ბიუჯეტს?

პირადი ბიუჯეტი