in , ,

სათავადაზნაური ბანკისათავადაზნაური ბანკი პირველი ქართული ბანკიპირველი ქართული ბანკი საქართველოსაქართველო საქართველოს ეკონომიკასაქართველოს ეკონომიკა დიმიტრი ყიფიანიდიმიტრი ყიფიანი ყიფიანიყიფიანი

სათავადაზნაურო ბანკი (პირველი ქართული ბანკის ისტორია)

ნაწილი 1

1864 წლის 13 ოქტომბერს, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა ბატონყმობის გაუქმებას თბილისის გუბერნიაში. ეს პროგრესული ნაბიჯი იყო, რამაც გლეხებს პირადი თავისუფლება დაუბრუნა, თუმცა ახალ ეპოქასთან შეგუება ეკონომიკურად გაუჭირდათ როგორც გლეხებს, ასევე თავადებს. სწორედ თავად-აზნაურობის გაჭირვება მიიყვანს შემდეგში დიმიტრი ყიფიანს იმ აზრამდე, რომ სათავადაზნაურო ბანკი დააფუძნოს, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკოთ, მანამდე კი ვთქვათ, რა მდგომარეობაში იყვნენ გლეხები.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად გლეხი მიწიანად უნდა გათავისუფლებულიყო, ასე არ მოხდა. რუსეთის მთავრობას განაპირა მყოფ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, საიმედო დასაყრდენი სჭირდებოდა თავად-აზნაურობის სახით, ამიტომ, მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ისინი გლეხებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა. ნაყოფიერი მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი თავადებს დარჩათ, გლეხებს შეხვდათ შედარებით უნაყოფო მიწები. ხანდახან გლეხს უწევდა შრომითი ბეგარის გადახდა, ანუ მუშაობდა ყოფილი ბატონის მიწაზე; ზოგიერთი თავადი კი საერთოდ გათავისუფლდა მიწის გლეხისთვის გადაცემის ვალდებულებისგან, იმის გამო, რომ მისი მამული მცირემიწიანად ჩაითვალა.

საბოლოოდ, უსახლკაროდ დარჩა 386 კომლი, უმიწოდ 1 334 კომლი და ნადელი, ანუ საოჯახო მიწა მიიღო 12 712-მა კომლმა. გლეხები იყვნენ მძიმე მდგომარეობაში და სჭირდებოდათ ფული. ამ დროს, არ არსებობდა ბანკი, რომელიც შეღავათიან კრედიტს მისცემდათ, არსებობდნენ მხოლოდ მევახშეები, რომლებთანაც სარგებლის განაკვეთი საშუალოდ 48%, ზოგჯერ კი 100% იყო. არსებობს გორის მაზრის 2 სოფლის ჩანაწერი, საიდანაც ვიგებთ, რომ სოფელ რუისის გლეხობას 1867 წლისთვის 40 000 მანეთის ვალი, სოფელ ხიდისთავის გლეხობას კი 38 000 მანეთი ვალი ჰქონდა. ამ ფულის გადახდა გლეხებს ძალიან უჭირდათ.

მძიმე მდგომარეობაში იყო თავად-აზნაურობაც. გონიერმა ნაწილმა თავად დაიწყო მიწის დამუშავება: იშოვეს იმ პერიოდის თანამედროვე ტექნიკა, კარგი ხარისხის თესლი, დაიქირავეს მუშა-ხელი და საბოლოოდ, მიწიდან იმაზე მეტი მოგება ნახეს, ვიდრე ბატონ-ყმობის გაუქმებამდე ნახულობდნენ. თუმცა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა, დანარჩენები კი იქცნენ იმად, ვისზეც ილია ჭავჭავაძე წერს „კაცია ადამიანს“, თავად-აზნაურობამ ყოველდღიური ხარჯის გადასახდელად ქონების განიავება დაიწყო.ამ ფულს უბრალოდ ხარჯავდნენ და როგორც ილია იტყოდა „ფულით ფულს არ შოულობდნენ“, მხოლოდ ქეიფსა და ლხინით ჭერში ქუდის სროლაში იფლანგებოდა თანხები. სწორედ ასეთ დროს, 1862 წლის 30 აპრილს, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლად ირჩევენ დიმიტრი ყიფიანს, რომელსაც ბანკის დაარსების იდეა აქვს.

სწორედ ასეთ დროს, 1862 წლის 30 აპრილს, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლად ირჩევენ დიმიტრი ყიფიანს. იგი თავადაზნაურობის ბედით ძალიან შეწუხებულია და ცდილობს გამოსავალი მოძებნოს, გამოსავალს კი განთლებაში ხედავს. მანამდე კი ყველაფერს აკეთებს, რომ თავადაზნაურობა მაქსიმალურად მოგებულ მდგომარეობაში დარჩეს და მთავრობას სთხოვს თავადებს გათავისუფლებული ყმების სანაცვლოდ ანაზღაურება მისცენ: “ჩვენ ყმებს თავისუფლება მივცეთ, სამაგიეროდ კი ფული მოგვცენ”. ეს ასეც მოხდება, თითო გათავისუფლებულ კაც გლეხში თავადები 25 მანეთს მიიღებენ. როდესაც რუსეთის მთავრობა ამ ნაბიჯს დათანხმდა, გამოიყო 2 მილიონი მანეთი. თუმცა საბოლოო ანგარიშწორებისას დაიხარჯა 1 840 000. მორჩენილი 160 000 დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ ყიფიანი მას სხვა დანიშნულებას მოუძებნის, თუმცა ამაზე ცოტა ხანში ვილაპარაკოთ.

რომ შევაჯამოთ: გაუქმდა ბატონ-ყმობა, გლეხების და თავადების ნაწილმა ალღო აუღო წყობას და დაიწყო გამდიდრება, თუმცა უმეტესობა ფეხს ვერ უწყობს ახალ დროს და ღარიბდება. დიმიტრი ყიფიანის დამსახურებით, თავადაზნაურები იღებენ კომპენსაციას თითო გათავისუფლებული კაცი გლეხის სანაცვლოდ, თუმცა ეს ფული ერთჯერადია და მათ მაინც უჭირთ. გამოსავალია მოსაძებნი, როგორ გადარჩნენ თავად-აზნაურები და იქნებ გლეხობაც. აი, ამ დროს იწყებს დიმიტრი ყიფიანი სათავადაზნაურო ბანკზე ლაპარაკს. თუმცა ბანკის დაარსებას, რომელიც სესხს გასცემს, თანხა სჭირდება. საიდან ფიქრობდა დიმიტრი ყიფიანი თანხის მოტანას? რამოდენიმე წყაროს ასახელებს თავად:
1. თავადაზნაურთა ნაწილს განათლების დასაფინანსებლად ფული ბატონ-ყმობის გაუქმებამდე ჰქონდა შეგროვებული. ყიფიანი ცდილობდა დაერწმუნებინა ეს ხალხი, რომ ეს თანხა ბანკის დაარსებაში ჩაედოთ, რათა შემდეგ განათლებისთვის მეტი ფული გამოსჩენოდათ
2. ყიფიანს სურდა, რომ გლეხების გათავისუფლების სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურების 20% თავადებს ბანკის დაარსების კაპიტალში გადაერიცხათ და თქვენ ალბათ, თავადაც ხვდებით რამდენად გაუჭირდებოდა უმეტესობის დათანხმება. თუმცა, იყვნენ თავად-აზნაურები, რომლებმაც შეთავაზებისთანავე მზადყოფნა გამოთქვეს თანხა საწყის კაპიტალად გამოეყენებინათ.
3. იმედი ჰქონდა, რომ მთავრობას გამოართმევდა აი, იმ 2 მილიონიდან მორჩენილ 160 000 მანეთს.

დიმიტრი ყიფიანი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბანკი “სათავადაზნაუროა” ის გლეხობასაც გამოადგებაო. თუმცა, იყო თუ არა ეს ბანკი საყოველთაო? შეძლებდნენ თუ ვერა გლეხები მისით სარგებლობას? დიმიტრი ამბობდა რომ კი, ბანკი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს შეუძლებელი იყო, რატომ? თავადაზნაურები, რომლებიც ფულს დებდნენ ბანკის დაარსებისთვის, დაინტერესებული იყვნენ რომ კრედიტი დაბალ პროცენტში ჰქონოდათ. ეს ბანკი არ იყო იმდენად მდიდარი, რომ ორივე ფენისთვის მოეხერხებინა თანაბარი პროცენტი დაეწესებინა. საბოლოოდ ყიფიანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საზოგადოებრივი ბანკი შეიძლება მხოლოდ იმ პირობებში დაწესდეს, როდესაც ბანკის ძირითადი საბრუნავი კაპიტალი მთელი საზოგადოების საკუთრება იქნება, და ერთნაირად ეკუთვნის საზოგადოების ყველა წევრს, განურჩევლად წოდებისა. თუმცა, ამ ეტაპზე მაინც სათავადაზნაურო ბანკის დაარსებაზე გრძელდება საუბარი.

1867 წელს დამტკიცდა კომისია, რომელშიც შედიოდა თავადაზნაურობა და ყველა მაზრის მარშლები. კომისიის არსებობის მიუხედავად ბანკის წესდებაზე მთავარი მომუშავე ყიფიანი იყო. შემუშავებულ წესდებაში ყურადღება უნდა მივაქციოთ 2 წესს:
1. თავდაპირველად ყიფიანს სურდა, რომ ბანკი არ ყოფილიყო სააქციო, არ გამოეშვა აქციები, რომელსაც ვინმე იყიდდა, რადგან შიშობდა, რომ აქციების მფლობელები აქტიურად ჩაერეოდნენ ბანკის მმართველობასა და გზაში. თუმცა, საბოლოოდ ეს არ გამოუვდა.
2. ბანკს არ ჰქონდა მამულის გაყიდვის უფლება. ანუ, თუ თავადი მამულს ჩადებდა გარანტად და სესხს აიღებდა ბანკისგან, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის კრედიტს ვერ ან არ გადაიხდიდა ბანკს არ უნდა ჰქონოდა უფლება მიწა გაეყიდა. შეეძლო მიწა დაემუშავებინა და სარგებელი თავისთვის დაეტოვებინა, მაგრამ თუ თავადი ან მისი შთამომავალი ოდესმე ვალს დაფარავდნენ, მათ მიწა უნდა დაბრუნებოდათ.

დიმიტრი ყიფიანმა სხვებთან ერთად პირველი წესდება შეადგინდა და გაგზავნა დასამტკიცებლად, თუმცა ძალიან მალე, დიმიტრი ყიფიანი მიხვდა, რომ ასეთი წესდებით ბანკს ვერ დააფუძნებდნენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფულის დასახელებული წყარო არ ეყოფოდა ბანკის საწყის კაპიტალს და მეორე რიგში იმიტომ, რომ ბანკი სესხს ვერ გასცემდა მყარი გარანტიის, მიწის გაყიდვის უფლების გარეშე. იგი უკან გამოიხმობს მთავრობისთვის დასამტკიცებლად გაგზავნილ წესდებას და მიდის რუსეთში ახალი წესდების შესაქმნელად. აქ ის დახმარებას სთხოვს რუს ფინანსისტს ჟუკოვსკის და საბანკო საქმის მცოდნე ვოდოვს. 1868 წელს დასრულდა ახალი პროექტი და გადაეცა მთავრობას დასამტკიცებლად. იმ პერიოდის გაზეთი დროება საახალწლო წერილში წერს, რომ “იმედია ეს საქმე არ დაგვიანდება და ამ წლიდან ბანკი დაფუძნდება”.

ახალ პროექტში 2 წესი იყო შეცვლილი: აპირებდნენ აქციების გამოშვებას, რომლის ძირი თანხა 500 ათასი მანეთი იქნებოდა, და ეს თანხა 10 ათასი 50 მანეთის ღირებულების პაისაგან შედგებოდა, 6000-ს კვოტით თავადაზნაურობა იყიდდა, 4000-ს კი ნებისმიერი ადამიანი, წოდების განურჩევლად. მეორე შეცვლილი წესი, მამულის გაყიდვას ეხებოდა. ყიფიანი ამ პროექტის მე-200-ე მუხლში წერს, რომ მამულის დამგირავებელს შეღავათს აცლიან 6 თვის განმავლობაში, თუ ვერ გადაიხდის, მაშინ მამული 1 წლით გადადის ბანკის საკუთრებაში და თუ კიდევ ვერ გადაიხდის, მამული გაიყიდება.

ამ ცვლილებებმა დიდი გაუგებრობა და უკმაყოფილება გამოიწვია თავად-აზნაურებში და ამ პერიოდიდან იწყება კამათი, როგორ შეიძლებოდა ბანკის საქმე განვითარებულიყო, მთავარი თემაა სესხის გაცემის მეთოდიკა – უნდა გაცემულიყო გრძელვადიანი სესხები, რომლებიც მამულით იქნებოდა დაზღვეული თუ მხოლოდ მოკლევადიანი სესხები. მოკლევადიანი სესხების მომხრეები 2-3 წლიან კრედიტებს ემხრობოდნენ, თუმცა მეორე მხარე ეუბნებოდა, რომ კრედიტი მიწის დასამუშავებლად სჭირდებოდათ, მიწა კი ისეთი აქტივია, რომელიც ჩადებულ ფულზე უკუგებას არა 2-3 წელში, არამედ 10, 20 ან იქნებ 30 წელშიც კი იძლევა. შესაბამისად 2-3 წლიანი სესხს ვერ გადავიხდით და კიდევ უფრო გავღარიბდებითო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვერც თავად აზნაურობა და ვერც მთავრობა ვერ მივიდა თანხმობამდე და დიმიტრი ყიფიანის მეთაურობით ბანკის დაარსების საქმე ჩაიშალა, ის გამოეცალა ამბავს, თუმცა თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს და თავისივე უარყოფილ თემებზე – მამულის გაყიდვა – არ გაყიდვაზე სამომავლოდ ილია ჭავჭავაძესთან კამათი მოსდის.

მართალია, რომ დიმიტრი ყიფიანი ვერ ახერხებს ბანკის დაარსებას, თუმცა იგი ამ იდეის მთავარი ავტორია და არ შეიძლება, რომ მისი წვლილი არ დავინახოთ. მის დაწყებულ საქმეს აგრძელებს ილია ჭავჭავაძე, რომელიც 35 წლის ასაკში უდგება სათავეში ყიფიანის წამოწყებულ საქმეს და ცდილობს ბანკი დააფუძნოს – რაც გამოსდის კიდეც. ამაზე შემდეგ ნაწილში ვილაპარაკოთ.

What do you think?

-2 Points
Upvote Downvote

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

VS

სათავადაზნაურო ბანკი – ილია ჭავჭავაძე (II ნაწილი)