in

შემოსავალი წარმოიქმნება სხვებისთვის სარგებლის მოტანით

სტატია მოიცავს “საღი აზრის ეკონომიკის” 1.8. პარაგრაფს – სრული წიგნის ლინკი: https://bit.ly/3FaSKsE

(წიგნი ნათარგმნია GELI-სა და EFI-ის თანამშრომლობით)

ადამიანები ერთმანეთისგან ბევრი რამით განვსხვავდებით – საწარმოო და სპეციალიზებული უნარებით, პრეფერენციებით, მოსაზრებებითა და სურვილებით. ეს ყველაფერი შემოსავალზე მოქმედებს, რადგან გავლენა აქვს იმ პროდუქტებისა და მომსახურების ღირებულებაზე, რომელთა შეძენაც გვინდა ან სხვებს ვთავაზობთ.

თუ მაღალი შემოსავალი გინდა, სხვებს უნდა შესთავაზო ისეთ რამ, რაც მათ დიდად დაეხმარება. თუ არ შეგიძლია ან არ გსურს სხვებს ღირებული ფორმით დაეხმარო, მაშინ შენი შემოსავალიც დაბალი იქნება.

სხვის დახმარებასა და შემოსავალის მიღებას შორის კავშირი მოტივაციას გვაძლევს, რომ შევიძინოთ უნარები, განვივთაროთ ნიჭი და დავხვეწოთ ღირებული პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის საჭირო ჩვევები. 

ზოგიერთი ადამიანი დროს და ფინანსურ ხარჯებს იღებს, რომ ისწავლოს და გახდეს ექიმი, ინჟინერი, პედაგოგი. ზოგი სხვდასხვა კურსს ესწრება, ზოგიერთი კი ინვესტიციას ახორციელებს. რატომ აკეთებენ ადამიანები ამას?

ზოგს მსოფლიოს გაუმჯობესების სურვილი აქვს, ზოგისთვის კარგი შემოსავალია მნიშვნელოვანი. თუმცა ყველას მათგანს აქვს მოტივაცია, რომ ისეთი უნარები შეიძინონ და ისე მოიქცნენ, რომ სხვებისთვის ღირებული იყოს. რადგან ეს ღირებულება განაპირობებს შემოსავალს. გუგლი უფრო მეტად გამდიდრდა, ვიდრე იაჰუ, რადგან მომხმარებლებისთვის გუგლი უფრო ღირებული აღმოჩნდა. 

მეწარმეები წარმატებას უმეტესად იმით აღწევენ, რომ მათი მიწოდებული პროდუქტი მომხმარებლისთვის მიმზიდველია. მაგალითად, Microsoft-მა მოხმარებელს ისეთი პროდუქტები შესთავაზა, რომლებმაც პერსონალური კომპიუტერების ეფექტურობა და თავდებადობა გააუმჯობესა.

ამ პროდუქტებს ბევრი ისე იყენებს, რომ მათ შემქმელებზე არც სმენიათ, Microsoft-ის მფლობელები კი სწორედ იმით გამდიდრდნენ, რომ ადამიანებს დაეხმარნენ. კიდევ ერთი მაგალითი ანტივირუსული პროგრამა Avast-ია, რომელიც ჩეხმა პროგრამისტმა პაველ ბაუდიშმა შექმნა. შეიძლება ამ პროგრამას იყენებ, მაგრამ პირველად გაიგე მისი ავტორის სახელი.

ამ ყველაფერში საზოგადოების როლი სამართლიანობის უზრუნველყოფაა – პოპულარული ის პროდუქტი ან მომსახურება ხდება, რომელიც მომხმარებელს რაიმე გზით ეხმარება.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოგება პროდუქტიულობის მაჩვენებელია

ღირებულება შემოსავალს და სიმდიდრეს ქმნის