in

26 მაისი

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში რუსეთის იმპერიაში ცხოვრების დონე ძალიან დაეცა, 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციისაას კი რუსეთის მონარქია დაემხო.

რუსეთის იმპერიაში შემავალმა 15-მა ქვეყანამ, სწორედ ამ დროს მოახერხა დამოუკიდებლობის მოპოვება, მათ შორის საქართველომ, უკრაინამ, ბელორუსიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ა.შ. 1918 წლის 26 მაისს, კვირას 5 საათსა და 10 წუთზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ეროვნულმა საბჭომ ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს – რის საფუძველზეც საქართველო გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა.

ჩვენი დამოუკიდებლობა პირველმა 1918 წლის 3 ივნისს აღიარა თურქეთმა, მას მიჰყვნენ გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, შვეიცარია და ა.შ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი, ანუ დამფუძნებელი კრება, ხოლო აღმასრულებელი – მინისტრთა კაბინეტი, რომლის სათავეშიც იყო ნოე რამიშვილი. ამ პერიოდში ქართული გამოცხადდა სახელმწიფო ენად, განხორციელდა სასამართლო რეფორმა, ჩამოყალიბდა ეროვნული გვარდია და რეგულარული არმია, დაარსდა პირველი ქართული ეროვნული ბანკი და რაც მთავარია მივიღეთ რესპუბლიკის კონსტიტუცია.

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. 1921 წლის კონსტიტუცია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მნიშვნელოვნებით გამოირჩევა.

სამწუხაროდ დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა და 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ჯარების შემოსვლით დასრულდა. საბჭოთა კავშირში 70 წლიანი ყოფნის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელიც ეფუძნებოდა 26 მაისის იდეას და ჩანაფიქრს. ამიტომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიჩნეულია სწორედ 1918 წლის 26 მაისი.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

პოლიტიკური იდეოლოგიები

ნავთობი