in

ილია ჭავჭავაძის სტატუსები

ხშირად ამბობენ, რომ ილია ჭავჭავაძის აზრები და შეხედულებები იმდენად თანამედროვე იყო, რომ დღევანდელობასაც ზუსტად ერგება. ბევრი პრობლემა კი, რომელიც მის დროსაც არსებობდა, ახლაც გადასაჭრელია, ხოლო ილიას ხედვები საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ დღესაც აქტუალურია. 

თუ ადრე ილია თავის მოსაზრებებს ჟურნალ-გაზეთებით და პუბლიცისტური წერილებით უზიარებდა საზოგადოებას, დღეს ალბათ სოციალურ ქსელებში სტატუსებს დაწერდა.

რა შეიძლება დაეწერა ილია ჭავჭავაძეს სტატუსად ჩვენს თანამედროეობაში რომ ეცხოვრა?

“ეკონომიურს მხარეს ჩვენის ცხოვრებისას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს სხვა საზრუნავთა შორის; რომ ეკონომიური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლიერებისა, ტანში გამართვისა და აქ უნდა გავისარჯნეთ და ვიამაგოთ”.
“ეკონომიური საგანი კრედიტისა განსაკუთრებით ის არის, რომ იგი უსათუოდ უნდა მოიხმაროს კაცმა ეკონომიურის წარმოების წარმატებისათვის. კრედიტი მხოლოდ ამით შეიქმნება ერთ იმ ეკონომიურ ღონედ, რომლის მეოხებითაც ქვეყნის ნივთიერი კეთილდღეობა და სიმდიდრე მატულობს”.
“მიზეზი ჩვენი საკუთარი უქმობაა, ჩვენი საკუთარი გაურჯელობაა და ამ მიზეზს იქ უნდა მოწყვეტა, საიდამაც მომდინარეობს. თუ ეს მიზეზი ისევ იბატონებს ჩვენში, მილიონებიც რომ ჩაგვაყარონ, დრო მოვა და მაინც იმავე დღეში ჩავცვივით, რაც მილიონებამდე ვიყავით”.
“საქმე გარჯა და მხნეობაა. ღონეც ამაშია ადამიანისა და ძლიერებაც. უამისოდ არც ფულია ღონის მიმცემი, არც უფულობაა ღონის დამკლები”.
“უფულობა შედეგია და არა მიზეზი უძლურებისა და უღონობისა და ამიტომაც ტყუილი ნუგეშია, ვინც თავის უღონობასა და უძლურებას ფულის უქონლობას აბრალებს. ფული და ერთობ სიმდიდრე თავის-თავად არავის უვარდება ხელში და ვინც ჰფიქრობს, მე პირს დავაღებ, გულხელ დავიკრებ და ფული თვის-თავად მომივა და გამაღონიერებსო, ის ფულითაცა და უფულოდაც უძლურია და უღონო”.
“როგორც რკინისგზა არ არის მავნებელი იმით, რომ ადვილად სასიარულო სახსარი მოგვცა, ისეც ბანკი, რომ ძნელად საშოვარი ფული ადვილად საშოვარი გაგვიხადა”.
“კრედიტი, იმისთანა რამ არის, რომლის ძალითაც ფული ერთის ხელიდამ მეორეში გადადის მარტო იმ აზრით, რომ ეკონომიური წარმოება განაძლიეროს. ეგ წარმოების გაძლიერება ერთის მხრით ეკონომიური მიზანია კრედიტისა, და მეორეს მხრით მხოლოობითი ეკონომიური სახსარიც არის კრედიტით ნაშოვნი სესხის გადახდისა”.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა არის ინვესტიცია?

არაფერი არ არის “უფასო”