in

კრიპტოვალუტები

ციფრული ფული ახლა აქტუალურია, თუმცა ის პირველად 1983 წელს გამოჩნდა. ნებისმიერი ფული არის შეთანხმების ობიექტი, ანუ ჩვენ შევთანხმდით რომ “ლარი” არის ერთეული, რომელსაც ერთმანეთში სავაჭროდ ვიყენებთ. თუ ერთ დღეს ყველა გადავწყვეტთ, რომ “ლარი” ფულად არ ვაღიაროთ, ის ღირებულებას დაკარგავს. ასევეა კრიპტოვალუტის შემთხვევაში, მას აქვს ღირებულება იმიტომ, რომ ასე შევთანხმდით.

მისი პოპულარულობა 2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია, ადამიანებს მოუნდათ თავიანთი ქონება დეცენტრალიზებული ყოფილიყო და შესაბამისად სისტემისგან დაცული. ამ პერიოდში ანონიმმა, რომელიც სატოში ნაკამოტოს სახელითაა ცნობილი, შექმნა ბიტკოინი, რომლით პირველი ტრანზაქცია 2010 წელს განხორციელდა. ბიტკოინების მფლობელმა 10 000 ცალი ბიტკოინი 2 პიცაში გაცვალა. ჩეკი დღემდეა გამოკრული პიცერიაში, მყიდველი კი ალბათ დღემდე ნანობს 10 000 ცალი ბიტკოინის ასე დახარჯვას. ბიტკოინების რაოდენობა განსაზღვრულია და 21 მლნ-ს შეადგენს.

კრიპტოვალუტები კრიპტო საფულეში – ბლოკჩეინში ინახება. ბლოკჩეინი ინფორმაციის საცავია, რომელიც მრავალ ჩანაწერს აერთიანებს.

იმისათვის, რომ ჩანაწერები დაცული იყოს, ყველა მათგანი დაშიფრულია, თითოეულ ინფორმაციას აქვს შესაბამისი დაშიფრული კოდი – ჰეში. ყველა ახალი ინფორმაცია წინა ჰეშთანაა დაკავშირებული. ვინმემ ერთი ჩანაწერიც რომ შეცვალოს, ყველა შემდეგი ჩანაწერის შეცვლაც მოუწევს – ეს კი საკმაოდ რთული და შრომატევადია.

ბლოკჩეინის უპირატესობებია, რომ ის საჯარო და ამავროულად დაცულია, რთული და ძვირი მანიპულაცია, დეცენტრალიზებულია და ტრანზაქციების შესასრულებლად არ არის საჭირო მესამე მხარე.

მეორე მხრივ, მის გამოყენებას სჭირდება შესაბამისი ტექნოლოგია და ცოდნა. ბლოკჩეინზე განხორციელებული ტრანზაქციები ნელია და ენერგომოხმარებას ზრდის.

ბიტკოინის მომავლის 3 სცენარს განიხილავენ. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ბიტკოინი დასტაბილურდება და შეიძენს ფულის ფუნქციებს. პესიმისტური სცენარით იქამდე იქნება მერყევი, ვიდრე საბოლოოდ არ დაეცემა მისი ფასი. მესამე სცენარის მიხედვით, ბიტკოინები თამაშია, რომლით მოთამაშეებიც სწორედ ვალუტის მერყეობით ერთობიან და მომავალშიც ასე დარჩება.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა გავლენა აქვს ნდობას ეკონომიკაზე?

აზროვნების ეკონომიკური წესი