შეავსე ანბან-ანბან ეკონომიკის ტესტი. ამჯერად შეგიძლია შეამოწმო შენი ცოდნა დ-ზე დაწყებული ეკონომიკური ტერმინების ცოდნაში.
-
Question of
რას ნიშნავს დამატებული ღირებულების გადასახადი?
-
არაპირდაპირი გადასახადი, პროდუქტის ღირებულების ნაწილის ბიუჯეტში სავალდებულო შენატანი.
-
გადასახადი, რომელსაც იხდიან მხოლოდ იმპორტირებული პროდუქტებისთვის.
-
არაპირდაპირი გადასახადი 300 ლარზე ძვირად ღირებული პროდუქტებისთვის.
-
გადასახადი, რომელსაც იხდიან ვადაგასული პროდუქტების გაყიდვისთვის.
-
-
Question of
რას ნიშნავს დებიტორი?
-
ბანკის თანამშრომელი, რომელიც გასცემს სესხებს.
-
პირი, რომელმაც ვერ დაფარა ბანკის სესხი.
-
პირი, რომელსაც აქვს ფულადი ან ქონებრივი დავალიანება.
-
პირი, რომელიც ვაჭრობს სადებეტო ბარათებით.
-
-
Question of
რას ნიშნავს დევალვაცია?
-
ინფლაციის განსაკუთრებულად მაღალი დონე.
-
ეკონომიკური რეცესიის შედეგად ფულის გაუფასურება.
-
პროდუქტებზე ფასების განზრახ დაწევა უპირატესობის მოსაპოვებლად.
-
ვალუტის გაუფასურება სხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში
-
-
Question of
რას ნიშნავს დემპინგი?
-
პროდუქტზე არარეალისტურად მაღალი ფასის დაწესება.
-
პროდუქტის გაყიდვა წარმოების დანახარჯებზე უფრო იაფად.
-
უპირატესობის მოსაპოვებნლად კონკურენტების ანტირეკლამა.
-
პროდუქტის გაყიდვა მსგავსი პროდუქტების ფასზე უფრო იაფად.
-
-
Question of
რას ნიშნავს დეპოზიტი?
-
ფულადი ანაბრები ბანკში.
-
დაზღვევის ერთ-ერთი ფორმა.
-
სესხზე დარიცხული პროცენტი.
-
ყოველთვიური გადასახადი ბანკში.
-
-
Question of
რას ნიშნავს დეფლაცია?
-
ინფლაციასთნ საბრძოლველად ფულის დამატებითი მასების ბეჭდვა.
-
მიმოქცევიდან ფულის მასის ამოღება ინფლაციის ტემპების შემცირების მიზნით.
-
ვალუტის გაუფასურება.
-
გაუფასურებული ფულის სხვა ვალუტით ჩანაცვლება.
-
-
Question of
რას ნიშნავს დივიდენდი?
-
მოგების ნაწილი, რომელსაც კომპანია სახელმწიფოს უხდის.
-
ჩეკი, რომლის განაღდებაც შეიძლება ბანკებში.
-
კომპანიის აქციების ფასი.
-
მოგების ნაწილი, რომელსაც იღებენ აქციონერები მათ მიერ დაბანდებული კაპიტალის შესაბამისად.
-
-
Question of
რას ნიშნავს დოტაცია?
-
დოტას ჩემპიონატი.
-
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრები ზარალიანი საწარმოების ფინანსური მხარდაჭერისათვის.
-
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრები გზებისა და ხიდების მშენებლობისთვის.
-
ფულადი შემოწირულობა სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად.
-
GIPHY App Key not set. Please check settings