ეკონომიკური ტერმინების ტესტი

უპასუხე კითხვებს და შეამოწმე, რამდენად კარგად იცი ეკონომიკური ტერმინების მნიშვნელობა.

  • Question of

    რას ეწოდება ბაზრის პროფიციტი?

    • როცა ბაზარზე მოთხოვნა აღემატება მიწოდებას.
    • როცა ბაზარზე მიწოდება ზედმეტია – მიწოდების რაოდენობა აღემატება მოთხოვნის რაოდენობას.
    • როცა რაიმე პროდუქტი იყიდება ძალიან დიდი რაოდენობით.
  • Question of

    რას ნიშნავს სამომხმარებლო ფასების ინდექსი?

    • ინფლაციის მაჩვენებელი, ზომავს სამომხმარებლო კალათის პროდუქტების და მომსახურების ფასების ცვლილებას.
    • მაჩვენებელი, რომელიც ზომავს წლის განმავლობაში რა თანხას ხარჯავენ მომხმარებლები სურსათზე.
    • ფასი, რომლის გადახდაზეც თანხმდება მომხმარებელი.
    • ფასები, რომელთა ზედა ზღვარიც განსაზღვრულია.
  • Question of

    რას ეწოდება დეფლაცია?

    • რომელიმე ერთ პროდუქტზე ფასების ვარდნას.
    • ვალუტის გაუფასურებას.
    • ფასების საერთო დონის კლებას.
    • გაუფასურებული ფულის სხვა ვალუტით ჩანაცვლებას.
  • Question of

    რა არის ეკონომიკური რეცესია?

    • პროდუქტებზე ფასების შემცირება.
    • გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირება.
    • ეკონომიკური ზრდის უეცარი შენელება.
    • ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი.
  • Question of

    რას ნიშნავს ეკონომიკური ბუმი?

    • მშპ-ს წლიური ზრდა 10%-ზე მეტად.
    • რაიმე პროდუქტზე მოთხოვნის საგრძნობი გაზრდა დროის მოკლე პერიოდში.
    • ეკონომიკური აღმავლობა, რომელიც იმატება ნელა და დიდი დროის განმავლობაში.
    • ძირითადად მოკლევადიანი ეკონომიკური აღმოვალობა, მშპ-ს სწრაფი ზრდა.
  • Question of

    რას ეწოდება ლიზინგი?

    • ფინანსური გარიგების ტიპს, როდესაც აქტივი რჩება სალიზინგო კომპანის საკუთრებაში იქამდე, სანამ გადასახადი სრულად არ დაიფარება.
    • ფინანსური გარიგების ტიპი, როცა საკუთარი ქონების სანაცვლოდ იღებ თანხას სალიზინგო კომპანიისგან.
    • სესხის აღება ავტომობილის ბანკში ჩადების სანაცვლოდ.
    • სესხის მიღება მხოლოდ ავტომობილის შესაძენად.
  • Question of

    რა არის კონვერგენცია ეკონომიკაში?

    • თეორია, რომლის მიხედვითაც კაპიტალისტური ურთიერთობები შესაძლოა სოციალისტურში გადაიზარდოს და შეიქმნას შერწყმული სისტემა – ე.წ. ინდუსტრიული საზოგადოება.
    • ერთი ეკონომიკური მოდელიდან მეორე ეკონომიკურ მოდელზე გადასვლა.
    • თეორია, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია ერთი ქვეყნის ფარგლებში ორი ეკონომიკური მოდელის არსებობა.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაზოგვა წვეთწვეთად ხდება

საბერძნეთის ეკონომიკა