გააკეთე ტესტი, უპასუხე კითხვებს ინვესტიციის შესახებ და გაიგე, რამდენად ერკვევი ამ სფეროში.
-
Question of
რა არის ინვესტიცია?
-
უძრავი ქონებით ვაჭრობა
-
რაიმეში ფულის ჩადება მომავალში მოგების მიღების მიზნით
-
რაიმეს შესყიდვა და უფრო ძვირად გაყიდვა
-
ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა
-
-
Question of
რაში შეგიძლია ინვესტირება?
-
აქციებში
-
ობლიგაციებში
-
უძრავ ქონებაში
-
სწავლაში
-
ყველა პასუხი სწორია
-
-
Question of
რა არის ფასიანი ქაღალდი?
-
ქაღალდის ფული
-
დოკუმენტები, რომელსაც ანაბრის გახსნისას გასცემს ბანკი
-
დოკუმენტი, რომლის მფლობელიც ყიდულობს კომპანიის წილს ან შედის სასესხო გარიგებაში
-
ნებისმიერი სახელმწიფო დოკუმენტი, რომლის აღებაც ფასიანია
-
-
Question of
ჩამოთვლილთაგან, რომელია ფასიანი ქაღალდი?
-
აქციები
-
ობლიგაციები
-
ორივე
-
-
Question of
რა არის საფონდო ბირჟა?
-
ადგილი, სადაც ხდება უბნის ეკონომიკური მდგომარეობის განხილვა
-
ადგილი, სადაც კომპანიები საბითუმოდ ვაჭრობენ
-
ბაზარი, რომელიც საქველმოქმედო ფონდების მიერაა დარეგულირებული
-
ბაზარი, რომელიც აკავშირებს აქციების გამყიდველებსა და მყიდველებს
-
-
Question of
რა არის აქცია?
-
ფასიანი ქაღალდი, რომლის მფლობელსაც აქვს კომპანიის წილი
-
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გატარებული ღონისძიება
-
ფასიანი ქაღალდი, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ვოლ სტრიტზე შეიძლება
-
ღონისძიება, რომელსაც საზოგადოება მიმართავს ეკონომიკური რეფორმებით უკმაყოფილების შემთხვევაში
-
-
Question of
რა არის ობლიგაცია?
-
ფასიანი ქაღალდი, რომლის შეძენითაც მფლობელი იღებს კომპანიის წილს
-
ბანკიდან სესხის აღების შემთხვევაში დაკისრებული ფინანსური ვალდებულება
-
ფასიანი ქაღალდი, რომლის შეძენითაც მფლობელი ფულს ასესხებს გამომშვებს
-
ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმა
-
-
Question of
რა არის გაცვლითი სავაჭრო ფონდები (EFT)?
-
საინვესტიციო ფონდი, რომელიც აერთიანებს სხვადსხვა ტიპის ფასიან ქაღალდებს
-
ბირჟა, სადაც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ბარტერზეა დაფუძნებული
-
ფონდები, რომლებიც ერთმანეთში ცვლიან ფასიან ქაღალდებს
-
საინვესტიციო ფონდი, სადაც აქციების გადაცვლა ობლიგაციებში შეგიძლია
-
-
Question of
რასთანაა დაკავშირებული ფასიან ქაღალდებში ინვესტიციის რისკები?
-
ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობასთან
-
კომპანიის კონკურენტუნარიანობასთან
-
რეგულაციებთან
-
ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან
-
-
Question of
რა არის დივიდენდი?
-
მოგების ნაწილი, რომელსაც აქციონერები დაბანდებული კაპიტალის პროპორციულად იღებენ
-
მოგების ნაწილი, რომელსაც კომპანია სახელმწიფოს უხდის
-
ჩეკი, რომლის განაღდებაც შეიძლება ბანკებში
-
კომპანიის აქციების ფასი
-
GIPHY App Key not set. Please check settings