რამდენად აქტიური მოქალაქე ხარ?

გააკეთე ტესტი და გაიგე, რამდენად აქტიურად ხარ ჩართული სახელმწიფოს ფორმირების პროცესებში.

  • Question of

    როგორ ფიქრობ, რა არის სახელმწიფო?

    • ნებისმიერი ტერიტორია, რომელიც ადამიანებითაა დასახლებული
    • ტეროტორია, რომელსაც აქვს საზღვარი, სუვერენიტეტი, მუდმივი მოსახლეობა, ძალის გამოყენების მონოპოლია და აღიარებულია მსოფლიოს მიერ
    • მე არავინ მეკითხება, სახელმწიფო რა არის!
  • Question of

    რას არის მოქალაქეობა?

    • სტატუსი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს სახელმწიფოს ფუნქციონირებაში ჩაერთოს
    • სტატუსი, რომელიც აუცილებლად დაბადების ადგილით განისაზღვრება
    • სტატუსი, რომელიც ეროვნებით განისაზღვრება
  • Question of

    როგორც მოქალაქეს, რა ფორმით შეგიძლია სახელმწიფოს მართვაში ჩართვა?

    • არჩევნებზე ხმის მიცემით
    • რეფერენდუმებსა და პლებისციტებში მონაწილეობით
    • საზოგადოებრივ გაერთიანებებში გაწევრიანებით
    • ყველა ზემოთ ჩამოთვლილთაგანი
  • Question of

    არის თუ არა მიმდინარე მოვლენებში გათვიცნობიერება და საკუთარი აზრის დაფიქსირება სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი?

    • კი, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ძლიერ სახელმწიფოს აყალიბებს და მეც ვცდილობ ხშირად ჩავერთო
    • არა, რიგით მოქალაქეს არ სჭირდება ერკვეოდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში
  • Question of

    რა ვალდებულებები აქვს მოქალაქეს სახელმწიფოს მიმართ?

    • მხარი დაუჭიროს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას
    • პარლამენტში წარადგინოს კანონპროექტი
    • კანონების დაცვა და გადასახადების გადახდა
    • საჯარო სამსახური
  • Question of

    დადიხარ თუ არა არჩევნებზე?

    • თუ არ დამეზარა, კი
    • ყოველთვის, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია
    • არასდროს, მაინც არავინაა ჩვენი პატრონი!
  • Question of

    აფიქსირებ თუ არა საჯაროდ, მაგალითად სოციალურ ქსელში, შენს აზრს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?

    • არა, მეშინია, ხალხს რომ აღარ მოვეწონო ჩემი აზრის გამო?!
    • კი, სხვა გზა არც მაქვს, სამსახურში მავალებენ
    • კი, სოციალური ქსელი ერთმანეთთან აზრების გაცვლისთვის მნიშვნელოვანი ადგილი მგონია
  • Question of

    საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვისი უფლებები უნდა დაიცვას სახელმწიფომ?

    • მარტო ჩვენი, ქართველების
    • მარტო ჩვენი, მოქალაქეების
    • ყველა ადამიანის

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

პროდუქტებზე ფასების ზრდა

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი