შეავსე ეკონომიკური ტესტი

პატარ-პატარა კითხვები სხვადასხვა ეკონომიკურ თემაზე – შეავსე ტესტი და ნახე, რამდენი ქულის მიღებას შეძლებ.

  • Question of

    ვინ გამოიყენა პირველად ტერმინი უხილავი ხელი?

    • ადამ სმიტმა
    • პოლ ჰაინემ
    • ჯონ კეინზმა
    • დევიდ რიკარდომ
  • Question of

    რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ ბაზარს “უხილავი ხელი” აწესრიგებს?

    • მთავრობა ერევა ეკონომიკაში და არეგულირებს ფასებს
    • მთავრობა ბიზნესს უწესებს რეგულაციებს
    • ადამიანების პირადი ინტერესები და სარგებელი აწესრიგებს ფასებს და ხარისხს
    • კომპანიები ერთმანეთში თანხმდებიან და ისე ადგენენ ფასს
  • Question of

    რას ითვალისწინებენ ბანკები სესხის პროცენტის დადგენისას?

    • ეროვნული ბანკის დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს
    • ბანკის ხარჯებსა და მოგებას
    • ქვეყნის, ბანკის და კლიენტის რისკიანობას
    • ყველა ზემოთ ჩამოთვლილს
  • Question of

    რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

    • ეროვნული ბანკის მიერ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ინფლაციის მიხედვით დადგენილი განაკვეთი
    • მინიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომლით სარგებლობაც ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ
    • განაკვეთი, რომელიც დგინდება კლიენტის რისკიანობის შეფასების შემდეგ
    • საპროცენტო განაკვეთი, რომლით სარგებლობაც შეიძლება იპოთეკური სესხის შემთხვევაში
  • Question of

    რა არის საფონდო ბირჟა?

    • ბირჟა, სადაც კომპანიები საბითუმოდ ვაჭრობენ
    • ბირჟა, სადაც განიხილავენ ქვეყნების ეკონომიკებს
    • ბაზარი, რომელიც საქველმოქმედო ფონდების მიერაა დარეგულირებული
    • ბაზარი, რომელიც აკავშირებს აქციების გამყიდველებსა და მყიდველებს
  • Question of

    რა არის კაკეიბო?

    • იაპონური ბანკი
    • პირადი ბიუჯეტის მართვის იაპონური მეთოდი
    • სახელმწიფოს ბიუჯეტის მართვის იაპონური მოდელი
    • იაპონური შემნახველი ყულაბა
  • Question of

    რა უნდა გაითვალისწინო კაკეიბოთი სარგებლობისას?

    • საკუთარი შემოსავალი და ხარჯები
    • რამდენის დაზოგვა გსურს
    • როგორ შეგიძლია ხარჯების გაუმჯობესება
    • ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
  • Question of

    რა არის ღია ბანკინგი?

    • ბანკი, რომელიც ღიაა 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე
    • საკრედიტო მონაცემების გასაჯაროება
    • ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ინფორმაციის გაცვლა და ამ მონაცემების ერთი პლატფორმიდან მართვის შესაძლებლობა
    • ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ინფორმაციით ვაჭრობა
  • Question of

    რა არის ნეშის წონასწორობა?

    • იოგას ერთ-ერთი პოზა
    • მოთხოვნისა და მიწოდების თანაბარი რაოდენობა
    • ის ოპტიმალური წერტილი, საიდან გადახვევის სტიმულიც არც ერთ მოთამაშეს არ აქვს
    • კონკურენტების ისეთი განლაგება, როცა ისინი თანაბრად არიან დაშორებული დედაქალაქიდან

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

საწვავის ფასი

ფასიანი ქაღალდები